კრისტიან ფონ სტევენი

კრისტიან ფონ სტევენი (გერმ. Christian von Steven) — ფინეთში დაბადებული შვედური წარმოშობის რუსი ბოტანიკოსი. დაამთავრა პეტერბურგის მედიცინის ინსტიტუტის კურსი, თუმცა კავკასიაში მუშაობდა მეაბრეშუმეობის ინსპექციაზე, შემდეგში კი ყირიმში. კავკასიაში ბევრს მოგზაურობდა, მოგვიანებით დასახლდა ყირიმში, სადაც მრავალი წლის განმავლობაში სწავლობდა ადგილობრივ ფლორას და აქ ცხოვრობდა სიცოცხლის ბოლომდე. მას ეკუთვნის საკმაოდ დიდი რაოდენობის შრომები მცენარეთა სისტემატიკის შესახებ, მათ შორის აღსანიშნავია: „Verzeichniss der auf der taurischen Halbinsel wildwachsenden Pflanzen“ („Bull de la soc. des nat. de Moscou“-ში, 1856–1857) და „Monographia Pedicularis“ („Mem. de la soc. des nat. de Moscou“-ში, VI, 1823, გვ. 1–60).[6]

კრისტიან ფონ სტევენი
გერმ. Christian von Steven
დაბ. თარიღი 19 (30) იანვარი, 1781[1]
დაბ. ადგილი ჰამინა ან ვეჰკალაჰტი[2]
გარდ. თარიღი 18 (30) აპრილი, 1863 (82 წლის)
გარდ. ადგილი სიმფეროპოლი[3]
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 შვედეთი
საქმიანობა ბოტანიკოსი, ლეპიდოპტეროლოგი და ექიმი[4]
მუშაობის ადგილი ნიკიტსკის ბოტანიკური ბაღი[5]
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საიმპერატორო მედიკო-ქირურგიული აკადემია და კიროვის სახელობის სამხედრო-სამედიცინო აკადემია
სამეცნიერო ხარისხი მედიცინის დოქტორი
მამა Christian Daniel Stewen
შვილ(ებ)ი ალექსანდრე სტევენი
  1. SNAC — 2010.
  2. student register of the University of Helsinki 1640–1852 / Y. KotivuoriHY.
  3. Стевен Христиан Христианович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  4. Czech National Authority Database
  5. Слепкова Н. В. Выставка к 270-летия со дня рождения Петра Симона Палласа и 200-летию выхода в свет его труда «Zoographia Rosso-Asiatica», The Exhibition to the 270th anniversary of Peter Simon Pallas and the 200th anniversary of the publication of his work «Zoographia Rosso-Asiatica» // Историко-биологические исследования — 2012. — Т. 4, вып. 2. — С. 139–145. — ISSN 2076-8176; 2500-1221
  6. Стевен, Христиан // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона. т. XXXIa. — СПб., 1901. — стр. 550.