კრისტიან კანაბიხი
კრისტიან კანაბიხი (გერმ. Christian Cannabich; დ. 28 დეკემბერი, 1731 — გ. 20 იანვარი, 1798, ფრანკფურტი) — გერმანელი კომპოზიტორი და დირიჟორი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაკრისტიან კანაბიხი დაიბადა გერმანიის ქალაქ მანჰაიმში სამეფო კარის მუსიკოსის ოჯახში. 12 წლის ასაკში ქალაქის ორკესტრის „სწავლული“ წევრი გახდა. იტალიაში სწავლის შემდეგ 1757 წელს კვლავ დაბრუნდა მშობლიურ მხარეში და ორკესტრში პირველ მევიოლონედ ჩაირიცხა. 1774 წლიდან ინსტრუმენტულ მუსიკას დირიჟორობდა.
კრისტიან კანაბიხი ნაყოფიერი კომპოზიტორი იყო, თუმცა მას პატივს სცემდნენ როგორც დირიჟორსა და მასწავლებელს. მწერალი კრისტიან შუბარტი (1739-1791 წწ.) გადმოგვცემს, რომ მან გამოიგონა „თანაბარი შესრულების“ (ხემის გასმის) მეთოდი და უამრავი „ჯადოსნური ტრიუკი“ აღმოაჩინა. პარიზში მოგზაურობისას კანაბიხი მოცარტს შეხვდა, რომელიც მცირე ხნით მის სახლშიც კი ცხოვრობდა. მოცარტმა საფორტეპიანო სონატა K306 მასპინძლის ქალიშვილს, როზას მიუძღვნა.
ლიტერატურა
რედაქტირება- მუსიკა, ილუსტრირებული ისტორია, თბ., 2014.