კრიპტოგრაფიული პროტოკოლი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კრიპტოგრაფიული პროტოკოლი წარმოადგენს აბსტრაქტულ ან კონკრეტულ პროტოკოლს, რომელიც განახორციელებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ფუნქციებს და იყენებს კრიპტოგრაფიულ მეთოდებს. პროტოკოლი ცალსახად განსაზღვრავს, რომელი კრიპტოგრაფიული ალგორითმები, როგორ და რა მიმდევრობით უნდა იქნას გამოყენებული მოცემული ამოცანის რეალიზებისათვის.

კრიპტოგრაფიული პროტოკოლები ფართოდ გამოიყენება პროგრამულ დონეზე დაცული კომუნიკაციებისათვის და შემდეგი ასპექტებიდან მინიმუმს მაინც მოიცავს:

  • გასაღების ურთიერთშეთანხმება
  • აუთენტიფიკაცია
  • სიმეტრიული შიფრაცია და შეტყობინების მთლიანობის შემოწმების უზრუნველყოფა
  • პროგრამულ დონეზე მონაცემების გაცვლის უზრუნველყოფა
  • უარყოფისგან დაცვის მექანიზმები

მაგ. Transport Layer Security წარმოადგენს კრიპტოგრაფიულ პროტოკოლს, რომელიც გამოიყენება დაცული ვებ-კომუნიკაციისათვის. აქვს აუთენტიფიკაციის და გასაღების გაცვლის მექანიზმები, იყენებს სიმეტრიულ შიფრაციას, უზრუნველყოფს მონაცემების გაცვლას პროგრამულ დონეზე. არსებობს ბევრი სხვა კრიპტოგრაფიული პროტოკოლებიც, რომლებიც ასევე რამდენიმე ურთიერთდამოკიდებული ეტაპებისგან შედგება. ხშირად ეს ეტაპები ასევე მოიხსენიება, როგორც დამოუკიდებელი პროტოკოლები, მაგ. ერთ-ერთი გასაღების გაცვლის პროტოკოლი - დიფი-ჰელმანის ალგორითმი

კრიპტოგრაფიული პროტოკოლები ხშირად სცდება თავის პირდაპირი დანიშნულების სფეროს, მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას, და გამოიყენება ისეთ სფეროებში, სადაც მაგ. საჭირო ხდება რაიმე ინფორმაციის დამუშავება-გამოყენება, თვით ამ ინფორმაციის არსის გამჟღავნების გარეშე. მაგ:

და ა.შ.

ნიმუშები

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
შენიშვნა
რედაქტირება
  1. მაგალითად, საშუალო ხელფასის გამოსათვლელად, როდესაც კონკრეტული ხელფასები საიდუმლოდ რჩება