კრივიანსკაიის ტიხონ ზადონელის ეკლესია

კრივიანსკაიის ტიხონ ზადონელის ეკლესია (რუს. Церковь Тихона Задонского) — მართლმადიდებლური ეკლესია ოქტომბრის რაიონის სტანიცა კრივიანსკაიაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს შახტინის ეპარქიას.

კრივიანსკაიის ტიხონ ზადონელის ეკლესია
კრივიანსკაიის ტიხონ ზადონელის ეკლესია — რუსეთი
კრივიანსკაიის ტიხონ ზადონელის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა კრივიანსკაია
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) კ. კიუნცელი
ხუროთმოძღვრული სტილი ეკლექტიკა
თარიღდება 1891
გარე სურათები
კრივიანსკაიის ტიხონ ზადონელის ეკლესია

მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, ოქტომბრის რაიონი, სტანიცა კრივიანსკაია, კოოპერატივის ქუჩა, 123ა.

ტიხონ ზადონელის სახელობის ეკლესია ააგეს 1891 წელს სტანიცა კრივიანსკაიაში. პროექტის ავტორი იყო საოლქო ინჟინერ-არქიტექტორი კარლ თედოეს ძე კიუნცელი.

ეკლესია ააშენეს სტანიცის მრევლის ძალებით და მათი ფინანსებით. მშენებლობის სამახსოვროდ 1891 წელს მის კედელზე დაკიდეს მემორიალური დაფა. 1892 წლის 11 ოქტომბერს ეკლესია აკურთხა დონისა და ნოვოჩერკასკის ყოფილმა მთავარეპისკოპოსმა მაკარიმ. ახალ ეკლესიას ჰქონდა ერთი საკურთხეველი, რომელიც აკურთხეს ტიხონ ზადონელის სახელზე, რომელიც იყო ვორონეჟისა და ზადონის ეპისკოპოსი.

ეკლესია აგურითაა ნაგები. წმინდა ტიხონის სახელობის ეკლსიასთან მოქმედებს სამრევლო სკოლა.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ 1920-იან წლებში ტიხონ ზადონელის ეკლესია დახურეს. 1930-იან წლებში ხის კანკელი გამოიყენეს სტანიცაში ახლად მშენებარე სკოლის კედლად.

ეკლესია გადაურჩა მეორე მსოფლიო ომის ამბებს. გერმანელთა ოკუპაციის პერიოდში ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით ეკლესია გახსნეს, მასში მიმდინარეობდა რეგულარუი ღვთისმსახურება.

ომის შემდეგ წლებში მიმდინარეობდა ეკლესიის მშენებლობა. მას მიაშენეს ორი საკურთხეველი, რომელთაგან ერთი აკურთხეს ღვთისმშობლის საფარველის, ხოლო მეორე - წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის, სახელზე.

ამჟამად ეს არის მოქმედი ეკლესია, შიდა კედლები მთლიანად მოხატულია, მათ შორის არის უძველესი ფრესკებიც. ეკლესიის ცენტრში ჩამოკიდებულია მოოქროვილი ჭაღი. 1994 წელს ეკლესიასთან ჩამოყალიბდა საეკლესიო სამრევლო საკვირაო სკოლა „Ангелочек“.

ეკლესიის წინამძღვარია ანატოლი (პოჩტოვოი).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Кирсанов Е. И. Православный Тихий Дон. М.: Держава, 1997

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება