კრეუსა
(გადამისამართდა გვერდიდან კრეუზა)
კრეუსა კორინთოს მეფის, კრეონტის ქალიშვილი; საბერძნეთი. მედეასთან განქორწინების შემდეგ იასონი ირთავს ცოლად. განრისხებული მედეა კრეუსას მოწამლულ წამოსასხამს ჩუქნის. როგორც კი კრეუსა მოიხვევს საჩუქარს, სხეულზე ალი ედება და იფერფლება. ბერძენი ავტორები მას გლავკედაც მოიხსენიებენ ხოლმე.