კრასნოდონეცკაიის ეკატერინეს ეკლესია

კრასნოდონეცკაიის ეკატერინეს ეკლესია (რუს. Екатерининская церковь) — მართლმადიდებლური ტაძარი სტანიცა კრასნოდონეცკაიაში, ბელოკალიტვინის რაიონი, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ვოლგოდონის ეპარქიას[1]. აგებულია 1879 წელს და მიეკუთვნება რუსეთის ფედერაციის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიას[2].

კრასნოდონეცკაიის ეკატერინეს ეკლესია
კრასნოდონეცკაიის ეკატერინეს ეკლესია — რუსეთი
კრასნოდონეცკაიის ეკატერინეს ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 48°01′30″ ჩ. გ. 40°54′28″ ა. გ. / 48.02500° ჩ. გ. 40.90778° ა. გ. / 48.02500; 40.90778
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა კრასნოდონეცკაია
სასულიერო სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6100666000
საიტი ოფიციალური საიტი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1877-1879

სტანიცა ეკატერინსკაია (ამჟამად კრასნოდონეცკაია) დაარსდა 1775 წელს ეკატერინე II-ის ბრძანების მიხედვით. სტანიცის დამაარსებელი იყო თავადი გრიგორ პოტიომკინი[3]. სტანიცა დააარსეს დონის დაბალ ნაპირზე. ადგილმდებარეობა შემთხვევით შეარჩიეს და რადგან წყალდიდობის დროს წყლით იტბორებოდა ადგილი, მოგვიანებით გადაიტანეს ქვემო დინებაში, სადაც ააშენეს წმინდა ეკატერინეს ხის ეკლესია. სპეციალურად წმინდა ეკატერინეს ეკლესიისთვის დაიწერა დიდმოწამე ეკატერინეს ხატი. 1835 წელს სტანიცა გადაიტანეს მაღლობზე, 1840 წელს გადაიტანეს ეკლესიაც, რომელიც დადგეს ქვის ფუნდამენტზე. 1877 წელს ეკლესია მთლიანად დაიწვა, 1879 წელს ააგეს სრულიად ახალი ორი საკურთხევლით: სამხრეთისა იესო ქრისტეს ამაღლების, ხოლო ჩრდილოეთისა დიდმოწამე ეკატერინეს სახელზე. ეკლესია ხისგან იყო აგებული.

1886 წელს ეკლესიასთან ააშენეს სამრევლო სკოლა.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ სტანიცას უწოდეს კრასნოდონეცკაია.

1930-1940 წლებში ეკლესია დახურული იყო. ეკლესია გამოიყენებოდა როგორც ხორბლის საცავი. ოკუპაციამდე ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა ეკლესიის აფეთქება, რათა გერმანელებს ხორბალი არ გამოეყენებინათ, მაგრამ ადგილობრივმა მოსახლეობამ ხრობალი სახლებში გაზიდა და ეკლესია აფეთქებას გადაარჩინა. საომარო მოწქმედებების დროს ეკლესია არ დაზიანებულა[4]. გერმანელთა ოკუპაციის დროს ეკლესია გაიხსნა ღვთისმსახურებისთვის. ომის შემდეგ ეკლესია კვლავ დაიხურა. ასე გაგრძელდა 1980-იან წლებამდე. 1985 წელს გადაეცა მრევლს[3] და მოქმედია დღევანდელ დღემდე.

კრასნოდონეცკაიის ეკატერინეს ეკლესია არის ხის ორი ეკლესიიდან ერთ-ერთი ჩრდილოეთის დონეცის აუზში, რომელიც არის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი[2].

  1. Краснодонецкая|Церковь Екатерины. sobory.ru. ციტირების თარიღი: 2017-03-03.
  2. 2.0 2.1 Памятники истории и культуры (объекты культурного наследия) народов Российской Федерации. old.kulturnoe-nasledie.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-27. ციტირების თარიღი: 2017-03-03.
  3. 3.0 3.1 „Станица Краснодонецкая в Ростовской области“. Путешествия с Марией Анашиной (რუსული). 2012-05-07. ციტირების თარიღი: 2017-03-03.
  4. Станица Краснодонецкая Белокалитвинского района Станица Екатерининская Деревянная церковь во имя святой Екатерины. www.donvrem.dermartology.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-05. ციტირების თარიღი: 2017-03-03.