კრასნი-სულინის დიდმოწამე ეკატერინეს ეკლესია

კრასნი-სულინის დიდმოწამე ეკატერინეს ეკლესია (რუს. Церковь Великомученицы Екатерины) — მართლმადიდებლური ეკლესია ქალაქ კრასნი-სულინში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს შახტინის ეპარქიას[1] . აგებულია 2012-2013 წლებში.

კრასნი-სულინის დიდმოწამე ეკატერინეს ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა კრასნი-სულინი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 2012-2013

ეკლესიის მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, კრასნოსულინის რაიონი, ქალაქი კრასნი-სულინი, სადგურის ქუჩა № 120-ა[2].

ეკლესია აგებულია ფერმერის, კრასნოსულისნის საქალაქო კრების დეპუტატის, იური ალექსანდრეს ძე მიროშნიჩენკოს ფინანსებით. მან გადაწყვიტა აეშენებინა ეკლესია, რომელიც ატარებდა მისი ადრე გარდაცვლილი დედის სახელს[3].

წმინდა ეკატერინეს საძირკვლის ქვა აკურთხეს 2012 წლის 30 მარტს. 2012 წლის 4 დეკემბერს აკურთხეს გუმბათი. 2013 წლის 10 მაისს ბრწყინვალე შვიდეულის პარასკევს შახტინისა და მილეროვის ეპიკოპოსმა ეგნატემ აკურთხა ეკლესია. ეს ერთადერთი ეკლესიია დონის მიწაზე, რომელიც ხისგანაა აგებული წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს სახელზე.

2014 წელს ეკლესიის ქტიტორს, იური მიროშნიჩენკოს ეპისკოპოსმა ეგნატემ გადასცა საეპარქიო ორდენი „შახტინის ეპარქიისადმი დამსახურებისათვის“[4]. ამავე წელს დიდმოწამე ეკატერინეს ეკლესიაში დააყენეს ღვთისმშობლის ახალი ხატი, რომელიც აკურთხა ეკლესიის წინამძღვარმა, მღვდელმონაზონმა ვასილი ხადიკინმა[3] .

აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დროს წმინდა ეკატერინეს მრევლმა გამოთქვა სურვილი დახმარებოდა ლტოლვილებს აღმოსავლეთ უკრაინიდან[5].

2016 წელს გაიხსნა სატრაპეზო, რომელიც მუშაობს დღესასწაულებზე და კვირაობით. იგეგმება ამ შენობის დროებით გამოყენება საკვირაო სკოლისათვის[6].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება