კრასნი-სულინის ანდრია პირველწოდებულის ეკლესია

კრასნი-სულინის ანდრია პირველწოდებულის ეკლესია (რუს. Церковь Андрея Первозванного) — ყოფილი მართლმადიდებლური ეკლესია ქალაქ კრასნი-სულინში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ეკლესია აგებულია 1888 წელს, ხოლო დაანგრიეს 1966 წელს.

კრასნი-სულინის ანდრია პირველწოდებულის ეკლესია
კრასნი-სულინის ანდრია პირველწოდებულის ეკლესია — რუსეთი
კრასნი-სულინის ანდრია პირველწოდებულის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა კრასნი-სულინი
სასულიერო სტატუსი დახურული
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1888

მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, კრასნოსულინის რაიონი, ქალაქი კრასნი-სულინი, კრონშტადტის ქუჩა № 5.

1870-იან წლებში დასახლება სულინოვის მახლობლად ააშენნეს ქარხანა, რის გამოც სოფლის მოსახლეობა საკმაოდ გაიზარდა. იმისათვის, რომ მორწმუნეებს სულიერი საზრდო მიეღოთ, საჭირო იყო მართლმადიდებელი ეკლესიის მშენებლობა.

ანდრია პირველწოდებულის ეკლესია ააგეს 1872 წელს ანდრეი სულინის შვილიშვილის, ვერა ანდრეის ასული იუდინაიას სახსრებით, რომელმაც საგვარეულო სახლი გადასცა სულინის გლეხთა საზოგადოებას ანდრია პირველწოდებულის ეკლესიის ასაშენებლად. ამ ფინანსებით სულინში ააგეს ქვის ეკლესია. 1882 წელს ეკლესიას მიაშენეს სამრეკლო. ახალ ეკლესიას ჰქონდა ქვის კედლები და ხის გუმბათი, რკინის სახურავი სამი გუმბათით, რომლებზეც აღმართული იყო სამი რკინის, მართლმადიდებლური ჯვარი. ეკლესიის გარშემო გალავანი იყო. კანკელზე გამოსახული იყო მაცხოვარი, ღვთისმშობელი და სხვა წმინდანები.

ეკლესიაში იყო სამი საკურთხეველი. მთავარი საკურთხეველი აკურთხეს მოციქულ ანდრია პირველწოდებულის სახელზე, სამხრეთისა (რომელიც ააშენეს 1898 წელს) - წმინდა პანტელეიმონის სახელზე, ხოლო ჩრდილოეთისა (ააგეს 1898 წელს) - ღვთისმშობლის დიდების სახელზე.

წმინდა სინოდის დადგენილების მიხედვით ეკლესიის შტატში შედიოდა ორი მღვდელი, დიაკვანი, ორი მეფსალმუნე. ანდრია პირველწოდებულის ეკლესიის პირველი მღვდელი იყო პეტრე პოპოვი.

1910წელს ეკლესია გაარემონტეს, გარს შემოავლეს რკინის მესერი, რომელიც იდგა ქვის საძირკველზე.

ეკლესიასთან მუშაობდა საეკლესიო-სამრევლო სკოლა, ასევე ბიბლიოთეკაც.

1963 წლის 4 აგვისტოს ეკლესია დახურეს და მასში ღვთისმსახურება აღარ გაგრძელებულა. მისი საეკლესიო ჭურჭელი და ხატები გადაიტანეს ღვთისმშობლის კვართის ეკლესიაში სოფელ კაზაჩიში. 1966 წელს ეკლესიაში გაჩნდა ხანძარი, რის შედეგადაც იგი დაინგრა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Кудрявцев В. Андреевская церковь при поселке Сулиновском //Кудрявцев В. Сулинская земля: страницы истории. – ростов-н/Д, 1999. – с. 134-142
  • Сулинский краевед: Историко-культурный ежегодник. Вып. 1. – Красный Сулин, 1996. – с. 11 Мякинченко В. Истоки //Криница. – 2003. – 18 сент.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება