კრალენდეიკი (ნიდერლ. Kralendijk) — ბონეირის დედაქალაქი და მთავარი პორტი. ქალაქში ძირითადად საუბრობენ პაპიამენტოზე, ასევე გამოიყენება ნიდერლანდური და ინგლისური. დანიურად Kralendijk ნიშნავს „მარჯნის რიფს“. პაპიამენტოზე ქალაქის სახელია: Playa, რაც „პლაჟს“ ნიშნავს. ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 3061 ადამიანს.

კრალენდეიკი, ბონეირი
კრალენდეიკის ხედი სარუ-ლარგუდან
სანაპიროს ხედი

კრალენდეიკის სანაპიროსთან მდებარეობს დაუსახლებელი კუნძულიკლეინ-ბონაირე, რომელიც საუკეთესო ადგილია ყვინთვისა და წყალქვეშ ცურვისთვის.

ფორტი ორანე ბონეირის მთავარი ნავსადგურის დასაცავად 1639 წელს ააშენეს. მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოს მოხდა ფორტის ძირეული მოდიფიკაცია.[1] 1810 წელს ფორტის მახლობლად შეიქმნა ინგლისური დასახლება "Playa", რომელსაც სახელი 1840 წელს ნიდერლანდების მმართველობის ქვეშ გადასვლის დროს შეეცვალა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Van Der Helm, Rien (1987). Traveler's Handbok Bonaire. Rijswik, The Netherlands: Elmar Media Service, გვ. 222 p. ISBN 90-6120-635-9.