კოჯრის გზა იწყებოდა კოჯრის (ვახუშტისეული „კოჟრის“) კართან, იქ, სადაც დღეს კოტე აფხაზის ქუჩა ერწყმის თავისუფლების მოედანს და თბილისის გარეთუბნის ბაღებს შუა მიემართებოდა. ვახუშტი ბატონიშვილს ეს გზა აღნიშნული აქვს თბილისის გეგმაზე. ამ გზის დასაწყისი იმ დროს (1735) ყოფილი ენგელსის ქუჩას უთავსებდა. თბილისის 1800 წლის გეგმაზე კი ყოფილი კიროვის ქუჩის უთავსებდა. როგორც ჩანს, კოჯრისაკენ მიმავალი გზები ჯერ იყოფოდნენ, შემდეგ კი კვლავ ერთიანდებოდნენ დაახლოებით ლეონიძისა და ქიქოძის ქუჩების გადაკვეთასთან.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • თ. კვირკველია, ძველთბილისური დასახელებანი, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბ., 1985