კოცნა (კლიმტი)

(გადამისამართდა გვერდიდან კოცნა)

კოცნა — ავსტრიელი სიმბოლისტი მხატვრის, გუსტავ კლიმტის ნამუშევარი. კოცნა კლიმტმა შექმნა 1908-1909 წლებში. ის ყველაზე ცნობილი ნახატია კლიმტის „ოქროს პერიოდიდან“. შეყვარებული წყვილი დგას უფსკრულის პირას. მამაკაცს აცვია ოქროსფერი მოსასხამი, თავზე ადგას დაფნის გვირგვინი, ქალს აცვია ყვითელი კაბა, ოქროსფერ თმაში ჩაბნეული აქვს ყვავილები და მამაკაცი კოცნის ქალს ლოყაზე. დაცულია ვენაში, ბელვედერის სასახლეში.

„კოცნა“

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება