კოცელი (სლოვაკ. Koceľ, სლოვენ. Kocelj; დ. 833 — გ. 876) — ბლატენის სამთავროს მთავარი. პრიბინასა და მისი ბავარიელი ცოლის შვილი. დაარქვეს ბავარიული სახელი Gozil, რომელიც სლავურ ენაზე გამოითქმის, როგორც კოცელი. მამის გარდაცვალების შემდეგ 861 წელს გახდა ბლატენის მთავარი, მანამდე კი იყო ბლატენის სამთავროში შემავალი ბლატენის საგრაფოს გრაფი. 867 წელს ბლატნოგრადში მიიღო კირილე და მეთოდე, რომლებმაც ქალაქში 50 მოსწავლე აიყვანეს.

კოცელის ქანდაკება სერბეთის პარლამენტში

გარდაიცვალა ხორვატიაში ლაშქრობის დროს. მისი გარდაცვალების შემდეგ სამთავრო გადავიდა არნულფ კარინტიელის მმართველობაში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება