კოფუკუ-ძი
კოფუკუ-ძი (იაპონ. 興福寺) – ბუდისტური ტაძარი იაპონიის ქალაქ ნარაში. ტაძარი 1998 წლიდან დაცულია როგორც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი. ტაძარი წარმოადგენს ბუდისტური სკოლის ხოსოს ტრადიციულ ცენტრს. მონასტერი დაარსდა კიოტოში , ხოლო მას შემდეგ რაც 710 წელს იაპონიის დედაქალაქი გახდა ნარა მონასტერიც იქ გადაიტანეს. დიდი ხნის მანძილზე მონასტერს იცავდა ფუძივარას კლანი, ნარის პერიოდში იგი შედიოდა 4 უდიდესი მონასტრის სიაში, ხოლო ჰეიანის პერიოდში იგი საუკეთესო შვიდეულის რიგებში იყო. ხოლო მას შემდეგ რაც სინტოიზმი ქვეყნის სახელმწიფო რელიგია გახდა, მონასტერმა თავისი მნიშვნელობა დაკარგა.
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 870 ინგლ. • რუს. • ფრ. |
მონასტერი რამდენიმე ნაგებობისგან შედგება:
- სამი ოქროს დარბაზი მრავალრიცხოვანი სკულპტურებით
- ჩრდილოეთის რვაკუთხა პავილიონი, აგებული 721 წელს
- აღმოსავლეთის პავილიონი, აგებული 726 წელს
- ცენტრალური დარბაზი, აგებული 710-724 წწ. შორის.
- სამიარუსიანი პაგოდა, აგებული 1143 წელს.
- 50 მეტრის სიმაღლის ხუთიარუსიანი პაგოდა აშენებული 725 წელს, ხოლო აღდგენილი 1426 წ.