კორსევის ჯვარი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კორსევში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში. საშუალო ზომის დარბაზული ეკლესია, შედარებით გვიანდელი, სამხრეთი მინაშენით, აგებულია შირიმით, შავი და წითელი ტუფით; გამოყენებულია ფლეთილი ქვაც. კედლების წყობა შერეულია, რაც გვიანდელი შეკეთება-რემონტის კვალს ატარებს.

სწორკუთხა გეგმის ეკლესია აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული ფორმის აბსიდით. მასში სარკმლის ორსავე მხარეს თითო ნიშია მოთავსებული. სარკმლის ძირში დგას ტრაპეზის ქვა.

მინაშენი მთლიანად დანგრეულია. შეინიშნება მხოლოდ აღმოსავლეთი და დასავლეთი კედლის ფრაგმენტები. 1982 წელს მოსახლეობას ძეგლი გადაუხურავს ხის კონსტრუქციით. ეკლესიის გარშემო მიწის დონე აწეულია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004