კორნელი ტატიშჩევი

კორნელი ტატიშჩევი — XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე საქართველოში მოღვაწე რუსი არქიტექტორი. ალექსანდრე შიმკევიჩთან ერთად მას ეკუთვნის თბილისში რამდენიმე მნიშვნელოვანი შენობის, მათ შორის „არტისტული საზოგადოების შენობა“ (1898-1901) (ამჟამად რუსთაველის თეატრი), ლადო ასათიანის ქ. N18 რომელიც ისლამური არქიტექტურის და ძველ-თბილისური საცხოვრებლის ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს, ასევე რუსთაველის გამზირის N54 (1897). შენობის ფასადი ბაროკოსა და როკოკოს სტილშია გადაწყვეტილი. ამ შენობას ყველა ის ელემენტი აქვს, რაც თბილისური სახლებისთვისაა დამახასიათებელი: აივანი, მოხატული სადარბაზო, ეზო-ბაღი მრგვალი შადრევნით და ალაყაფის ჭიშკარი. სახლი გამორჩეულია უხვად დეკორირებული ორიარუსიანი ხის ჭვირული აივნით.

რუსთაველის თეატრის ფასადი

კორნელი 1900 წელს მუშაობდა ხატვის და არქიტექტურის მასწავლებლად. 1894 წელს შეადგინა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების და მუზეუმის პროექტი, ქართულ-ისტორიული დეკორატების გამოყენებით. შიმკევიჩთან ერთად ააგო საარტისტო საზოგადოების შენობა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ. 506