კორინთის კვირაცხოვლის ეკლესია

კორინთის კვირაცხოვლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ კორინთაში. აგებულია გარდამავალ ხანაში.

მდ. ალეურას ხეობაში მდებარე დარბაზული ეკლესია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები. ეკლესია გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით კოლოფა საკურთხევლით, რომლის ცენტრში გაჭრილია შიგნით სწორკუთხა - გარეთ თაღოვანი სარკმელი. ჩრდილოეთით ერთი წყვილი სწორკუთხა ნიშაა. ეკლესიის კედლები შემორჩენილია 2-3 მეტრის სიმაღლეზე, ზოგან უფრო მეტია. დასავლეთ კედელში გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი. არქიტრავული შესასვლელი ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია მოთავსებული. შესასვლელთან კარიბჭის კედლებია შემორჩენილი, ეკლესიის გარშემო გალავნის ფრაგმენტებია. ნაგებობის კამარა და კონქი ჩამოქცეულია, კედლები დეფორმირებული, სარკმლების ღიობები დაზიანებულია, ინტერიერი ამოვსებულია ჩამონაშალი ქვით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 102-103