კორინთელთა მიმართ (პირველი)

ახალი აღთქმის ნაწლი

კორინთელთა მიმართ (პირველი) ეპისტოლეპავლე მოციქულის 14 ეპისტოლიდან ერთ–ერთი, რომელიც მან დაწერა ეფესოში ყოფნის დროს. იგი მიმართულია კორინთოს თემისადმი. ეპისტოლე შედგება 16 თავისაგან. დაწერილია დაახლ. 59 წელს.

წმინდა მოციქული პავლე

კორინთოს თემში პავლე მოციქულმა დააფუძნა ეკლესია თავისი მეორე სამისიონერო მიმოსვლის დროს (საქმე მოციქულთა 18). ეპისტოლეთა დაწერის მიზეზი გახდა ეკლესიაში წარმოშობილი უწესრიგობა, რომლის შესახებ ხმებმა მოციქულამდე მიაღწია.

საბერძნეთის საპორტო ქალაქ კორინთოში ნახევარმილიონიანი მოსახლეობა ცხოვრობდა. მისი ძირითადი ნაწილი მონებისა და მმართველი კლასის მსახურებისაგან შედგებოდა. პავლე მოციქული აქ წელიწადნახევარი ეწეოდა წარმატებულ სამისიონერო მოღვაწეობას, მაგრამ თემი ისე იყო მორალურად გახრწნილი, რომ მოციქულის იქ არყოფნაში ახალგაზრდა ეკლესია თანდათანობით დაუბრუნდა წარმართულ ჩვევებს. დაეცა საეკლესიო დისციპლინა. დამახინჯდა მკვდრეთით აღდგომის დიადი მოძღვრება. მორწმუნეები პარტიებად დაიყო მოციქულებისადმი სიმპათიების მიხედვით. დამახინჯდა მოძღვრება მეორედ მოსვლის შესახებ. ხშირი იყო წარმართულ ტაძრულ ღრეობებში ქრისტიანების მონაწილეობა.

ამ ეპისტოლეთი პავლე შეეცადა აეხსნა შეცდომილთათვის მათი გადახრის მოსალოდნელი მძიმე შედეგები და სიყვარულით ურჩევდა, რომ გაჰყოლოდნენ ქრისტეს და არა ცოდვიან ადამიანებს. მათი გადარჩენა მხოლოდ ქრისტეს მადლით არის შესაძლებელი, რომელიც განწმენდს და აკურთხებს ადამიანის სიცოცხლეს. ეპისტოლეში ძირითადად საუბარია პავლეს მოძღვრებაზე სიყვარულის შესახებ, რომელიც ცოდნაზე და რწმენაზე მაღლა დგას (1კორ.13).

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქ. ძოწენიძისა და კ. დანელიასი, პავლენი (პავლეს ეპისტოლეთა ქართული ვერსიები), თბილისი, 1974, გვ. 3-65.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება