კორინთელთა მიმართ (მეორე)
კორინთელთა მიმართ (მეორე) ეპისტოლე – პავლე მოციქულის 14 ეპისტოლიდან ერთ–ერთი, რომელიც მან დაწერა ეფესოში ყოფნის დროს. იგი მიმართულია კორინთოს თემისადმი. ეპისტოლე შედგება 13 თავისაგან. დაწერილია დაახლ. 59 წლის ახლო ხანებში.
ეპისტოლეში წარმოდგენილია პავლე მოციქულის მძიმე განცდები იმასთან დაკავშირებით, რომ კორინთოში მის წინააღმდეგ წარმოებდა გამოხდომები იუდეველ სჯულმდებელთა მხრიდან. სჯულმდებელნი ცდილობდნენ მოციქულის ავტორიტეტის დაკნინებას, რაც საფრთხეს უქმნიდა მოძღვრებას რწმენის მადლით გადარჩენის შესახებ.
თავისი ეპისტოლით პავლეს სურდა, კორინთოში ჩასვლამდე გაერკვია ყოველგვარი გაუგებრობა და აღედგინა ძმური ურთიერთობა თემთან. იგი კმაყოფილია იმით, რომ ტიტეს გადმოცემით, მისმა მკაცრმა მხილებამ შედეგი გამოიღო და სისხლის აღრევაში ბრალდებულები დაისაჯნენ.
იუდეველთა ცუდი გავლენა ამუხრუჭებდა წარმართების მოქცევის საქმეს. ეპისტოლეში მოციქული ამხელს ცილისმწამებლებს, რომლებსაც ეჭვი შეჰქონდათ მის უფლებებში – ყოფილიყო მოციქული და ამტკიცებს თავისი მაღალი მსახურების კანონიერებას.
ბოლოს, პავლე მიმართავს კორინთელებს: „გიხაროდეთ ძმანო, განმტკიცდით, ნუგეშცემულნი იყავით და ერთსულოვანნი, მშვიდობა და ღმერთი სიყვარულისა და მშვიდობისა იყოს თქვენთან, მოიკითხეთ ერთმანეთი წმიდა ამბორით“ და ა.შ.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქ. ძოწენიძისა და კ. დანელიასი, პავლენი (პავლეს ეპისტოლეთა ქართული ვერსიები), თბილისი, 1974, გვ. 3-65.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ახალი აღთქმა
- ახალი აღთქმა (საქმენი, ეპისტოლენი, გამოცხადება) დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine.
- ელექტრონული წიგნები ქართულად დაარქივებული 2021-05-07 საიტზე Wayback Machine.
- კორინთელთა მიმართ II ეპისტოლე დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine.
- პავლე მოციქულის კორინთელთა მიმართ II ეპისტოლე (თანამედროვე ქართულ ენაზე)
- პავლე მოციქულის კორინთელთა მიმართ II ეპისტოლე . თავი პირველი
- აუდიო–ვერსია