კონსტრუქტორი (ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება)
კონსტრუქტორი (constructor) — ფუნქცია, რომლის დანიშნულებაა ობიექტის ცვლადების ინიციალიზება. მისი გამოცხადების სინტაქსი ჩვეულებრივი ფუნქციის სინტაქსის მსგავსია. კონსტრუქტორი ყოველთვის გამოიძახება ობიექტის შექმნისას. ჩვეულებრივი ფუნქციისგან განსხვავებით:
- კონსტრუქტორს ისეთივე სახელი აქვს, როგორიც კლასს.
- დასაბრუნებელი მნიშვნელობის ტიპი კონსტრუქტორში არ ეთითება.
როგორც წესი, კონსტრუქტორები გამოიყენება ობიექტის ცვლადებისთვის საწყისი მნიშვნელობების მისანიჭებლად, ან ინიციალიზების ნებისმიერი სხვა პროცედურის შესასრულებლად, რომლებიც აუცილებელია ობიექტის შესაქმნელად. ყველა კლასს აქვს კონსტრუქტორი მიუხედავად იმისა, ის განსაზღვრულია თუ არა.
ლიტერატურა
რედაქტირება- დაპროგრამება C++ ენაზე , რომან სამხარაძე, ლია გაჩეჩილაძე, სტუ.