კონსტანტინ იურენევი
კონსტანტინ კონსტანტინეს ძე იურენევი, ნამდვილი გვარი კროტოვსკი (რუს. Константи́н Константи́нович Юре́нев დ. 1888 — გ. 1938) — რუსი რევოლუციონერი, საბჭოთა სახელმწიფო მოღვაწე და დიპლომატი.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა დვინის რეალური სასწავლებელი. 1905 წლიდა რსდმპ წევრი, თავიდანვე მიემხრო ბოლშევიკებს. 1906 წელს ხდება რსდმპ(ბ) დვინის კომიტეტის წევრი, ხოლო 1908 წელს ჩრდილო-დასავლეთის ბიუროს ცენტრალური კომიტეტის წევრი. 1908 წელს დააპატიმრეს და გადაასახლეს არხანგელსკის გუბერნიაში. გადასახლებიდან დაბრუნდა პეტერბურგში, სადაც 1911 წლიდან თანამშრომლობს გაზეთ „პრავდასა“ და ჟურნალ „პროსვეშჩენიესთან“. 1912 წელს ისევ დააპატიმრეს და გადაასახლეს პეტერგურბიდან. პეტერბურგში ბრუნდება 1913 წელს. პირველი მსოფლიო ომის დაწყებასთან დაკავშირებით 1915 წელს იწვევენ სამხედრო სამსახურში, სადაც თვითნებურად ტოვებს სამსახურის ადგილს. 1916 წელს გაასამართლეს დეზერტირობის მუხლით. 1917 წლის რევოლუციის აქტიურ მონაწილეს ირჩევენ პეტროგრადის საბჭოსა და მისი აღმასკომის წევრად. იყო სრულიად რუსეთის საბჭოების I ყრილობის დელეგატი, ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრი. 1917 წლის სექტემბერ-ოქტომბერში იყო წითელი არმიის მთავარი შტაბის ბიუროს თავმჯდომარე პეტროგრადში. მონაწილეობდა წითელი არმიის დაკომპლექტების პროცესში. 1917 წლის აპრილ-აგვისტოში იყო წითელი არმიის აღმოსავლეთ ფრონტის სამხედრო-რევოლუციური საბჭოს წევრი, შემდეგ კი დასავლეთ ფრონტის სამხედრო-რევოლუციური საბჭოს წევრი. 1921 წლიდან დიპლომატიურ სამსახურშია. 1921-37 წლებში იყო რუსეთის ელჩი ბუხარაში, ლატვიაში, ჩეხოსლოვაკიაში, იტალიაში, სპარსეთში, ავსტრიაში, იაპონიაში, გერმანიაში. 1937 წელს დააპატიმრეს სახელმწიფო წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით. დახვრიტეს 1938 წელს.