კონსტანტინე ჩაჩანიძე

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩაჩანიძე.

კონსტანტინე (კოწია) გრიგოლის ძე ჩაჩანიძე (დ. 1880 — გ. უცნობია) — ქართველი სამხედრო პირი, 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მონაწილე.

დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი (1896). იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების გამგეობის წევრი. მსახურობდა რუსეთის იმპერიის არმიაში. პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ქვეითთა რეზერვიდან მობილიზებული იყო მოქმედ არმიაში. მსახურობდა კავკასიის მე-10 მსროლელი პოლკის პრაპორშჩიკად, შემდეგ პორუჩიკად. საბრძოლო მოქმედებებში თავის გამოჩენისთვის მიიღო წმ. სტანისლავის III ხარისხის ორდენი (1915). 1916 წლიდან იყო შტაბს-კაპიტანი. 1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს ჯარში. ჰქონდა პოლკოვნიკის წოდება. 1921 თებერვალში სათავეში ჩაუდგა ჭიათურელ მოხალისეთა რაზმს. 1924 წლის 28 აგვისტოს ჭიათურის აჯანყების ერთ-ერთი სამხედრო ხელმძღვანელი. გიორგი წერეთლის დროებითმა მთავრობამ ეკო წერეთელთან ერთად ჭიათურის სამხედრო კომენდანტად დანიშნა. აჯანყების ჩახშობის შემდეგ ტყვედ ჩავარდა კაკისწყლის ტყეში. მიუსაჯეს 5-წლიანი პატიმრობა მკაცრი იზოლაციით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კაენ, სად არის ძმა შენი?! : ქართველთა ისტორიის სისხლიანი ფურცლები (1921-1930წწ) / ნესტან (ელისაბედ) კირთაძე ; [რედ.: ფარნაოზ ლომაშვილი, ილია ტაბაღუა]. - თბ. : მერანი, 1998. წ. 1;
  • 1924 წლის ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყება შორაპნის მაზრაში / ლევან ჯიქია // არქივის კვალდაკვალ - ზესტაფონი. სპეციალური საარქივო გამოცემა. - თბ. : შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, 2014. - გვ. 17-48.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • Чачанидзе Константин. «Памяти героев Великой войны 1914–1918».
  • კონსტანტინე ჩაჩანიძე — საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921) პროსოპოგრაფიული ბაზა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი)