კონსტანტინე დობჟინსკი
კონსტანტინე ანდრიას ძე დობჟინსკი (რუს. Константин Андреевич Добжинский; დ. 25 დეკემბერი, 1889, ასტრახანი, — გ. 24 აპრილი, 1967, თბილისი) — რუსი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1954).[1]
სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1906 წელს ქალაქ მიკოლაივში (ნიკოლაევში). გამოდიოდა რუსეთის სხვადასხვა თეატრის სცენაზე. 1936 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა თბილისის ა. გრიბოედოვის სახელობის თეატრში. მისი საუკეთესო როლები იყო: ფროლ ფედულიჩი, ჩუგუნოვი (ა. ოსტროვსკის „უკანასკნელი მსხვერპლი", "მგლები და ცხვრები"), ბერესტი (ა. კორნეიჩუკის „პლატონ კრეჩეტი"), ჟელეზნოვი (მ. გორკის „ვასა ჟელეზნოვა"), სტოროჟევი (ნ. ვირტას „მიწა"), კრასავინი (ს. ნაიდენოვის „ვანიუშინის ოჯახი"), დუბასოვი (ი. ბეხტერევისა და ა. რაზუმოვსკის „მხედართმთავარი სუვოროვი"), რომან კოშკინი (კ. ტრენიოვის „ლიუბოვ იაროვაია"), ვასინი, პროფ. ვორონცოვი (კ. სიმონოვის „რუსი ადამიანები", „ასეც იქნება") და სხვ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ცუცქირიძე შ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 464.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Константин Андреевич Добжинский — Виртуальный музей Тбилисского государственного академического русского драматического театра имени А.С. Грибоедова.