კონდაკი (A-10)XVIII საუკუნის ქართული ხელნაწერი წიგნი, გადაწერილია სხვადასხვა ხელით. გადამწერი უცნობია, მომგებელი უცნობია.

საწერ მასალად გამოყენებულია ქაღალდი, შეიცავს 185 ფურცელს; ფურცლის ზომებია 19X15.5 სანტიმეტრი. ყდა ტყავგადაკრული ტვიფრული ხისაა. ტექსტი შესრულებულია ნუსხური დამწერლობით, შავი და სინგური მელნით.

კონდაკი (A-10) ინახებოდა ყოფილი საეკლესიო მუზეუმის ხელნაწერთა კოლექციაში, დღეს კი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის A ფონდში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, ტ. I1, თბილისი, 1974, გვ. 44–45