კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბი
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბი 1997 წლიდან დღემდე რამდენიმეჯერ შეიცვალა. ამჟამინდელი ვერსია 2006 წელს მიიღეს და მასზე გამოსახულია ლეოპარდის თავი, რომელიც მარცხნიდან შემოსაზღვრულია სპილოს ეშვით, მარჯვნიდან კი შუბით. მათ მიღმა კი დაწერილია სამი სიტყვა, ქვეყნის ეროვნული დევიზი: სამართლიანობა, მშვიდობა, შრომა (ფრანგ. Justice, Paix, Travail). 2006 წლის 18 თებერვალს დაამტკიცა ქვეყნის პრეზიდენტმა ჟოზეფ კაბილამ.
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბი | |
---|---|
დეტალები | |
დამტკიცდა | 2006 |
დევიზი | სამართლიანობა, მშვიდობა, შრომა |
გერბი დეტალურადაა აღწერილი 2005 წელს მიღებული კონსტიტუციის პირველ თავში.[1]
2003 წელს მიღებულ ძველ გერბზე გამოსახული იყო სამი გადაჯვარედინებული ხელი, რომელსაც გარს თავთავები ერტყა. თავში გამოსახული იყო ლომის თავი, ფსკერზე კი დევიზი: დემოკრატია, სამართლიანობა, ერთობა (ფრანგ. Démocratie, Justice, Unité).
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1999 წლის გერბზე გამოსახული იყო ლურჯი ფარი, ცენტრში ყვითელი ვარსკვლავი, მის თავზე კი ექვსი პატარა ვარსკვლავი.
უფრო ადრე, 1971-1997 წლებში, როდესაც ამ სახელმწიფოს ზაირი ერქვა, გერბზე გამოსახული იყო ლეოპარდის თავი, მის ქვემოთ კი ორი გადაჯვარედინებული შუბი, რომელიც ერთი მხრიდან თავთავით იყო შემოსაზღვრული, მეორე მხრიდან კი სპილოს ეშვით.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებაგალერეა
რედაქტირება-
კონგოს თავისუფალი სახელმწიფოს
გერბი(1885–1908) -
ბელგიის კონგოს გერბი(1908–1960)[2]
-
ზაირის გერბი (1971–1997)
-
(1997–1999)
-
(1999–2003)
-
(2003–2006)