კომნინო-ვარვაცის სახლი

კომნინო-ვარვაცის სახლი (რუს. Дом Комнино-Варваци) — სამსართულიანი სახლი ტაგანროგში. სახლი აგებულია XIX საუკუნის შუა წლებში.

კომნინო-ვარვაცის სახლი
რუს. Дом Комнино-Варваци
კოორდინატები 47°13′02″N 38°55′32″E / 47.217316° ჩ. გ. 38.925627° ა. გ. / 47.217316; 38.925627
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
დასრულების თარიღი XIX საუკუნის შუა წლები

მისამართი: ტაგანროგი, პეტროვის ქუჩა № 87.

XIX საუკუნის შუა წლებში ბერძენი ვაჭრის დიმიტრი პეტროკოკინოს სახსრებით ააგეს ერთსართულიანი სახლი ნახევრად მიწისზედა სარდაფით. მეორე გილდიის ვაჭარი დიმიტრი პეტროკოკინო 1865 წელს აირჩიეს მოსამართლედ. 1880-იან წლებში მთელი მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ოდესაში, ხოლო მათი სახლი იყიდა ვაჭარმა კოზმა კომნინო-ვარვაციმ. კოზმა კომნინო-ვარვაცი ტაგანროგში ჩამოვიდა 1814-1815 წლების მიჯნაზე. აქ მისთვის სასარგებლო კლიმატი იყო. კოზმა ვარვაციმ გადაწყვიტა სახლის გაფართოება და მეორე სართულის დადგმა. ამისათვის მან დაწერა მშენებლობაზე შუამავლობა ქალაქის მთავრობასთან.

1892 წელს კოზმა კომნინო-ვარვაციმ ქალაქის მთავრობისაგან მიიღო პეტროვის ქუჩაზე მშენებლობის ნებართვა.

გადაკეთების შედეგად სახლმა საკმაოდ არასიმეტრიული ფორმა მიიღო. შენობაში იყო 62 ოთახი. მასში ცხოვრობდნენ სახლის მფლობელი კოზმა კომნინო, მისი ორი ქალშვილი ზინაიდა და ვერა; ასევე მობერლის ოჯახი.

სახლს ემსახურებოდა 46 ადამიანი. მოსამსახურის გამოძახებისათვის სახლში შეიქმნა ზარებით გამოძახების რთული სისტემა. ყველა მსახურს თავისი სპეციალური ზარი ჰქონდა. ზარის ხმაზე ხვდებოდნენ სად ვის უძახდნენ.

1898 წელს მშობლების გარდაცვალების შემდეგ კომნინო-ვარვაცებმა მიიღეს გადაწყვეტილება დაეტოვებინათ ტაგანროგი. 1908 წლის 6 დეკემბერს სახლი გადაეცა ქალაქს. შენობაში განათავსეს ქალაქის მთავრობა და ქალაქის მუზეუმი.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ შენობაში განთავსებული იყო ავტომოტოკლუბი, განათლების მუშაკთა სახლი, ავტომოტოტრანსპორტის სკოლა, პიონერთა სასახლე. პიონერთა სასახლეში მუშაობდა 85 წრე, რომელშიც გაწევრიანებული იყო 1870 ბავშვი.

მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელების ოკუპაციის პერიოდში შენობაში განთავსებული იყო პოლიცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა ტაგანროგელი ბორის სტოიანოვი. მოგვიანებით, სსრკ-ის სამხედრო ტრიბუნალის გადაწყვეტილებით სტოიანოვი დახვრიტეს.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სახლს დააშენეს მესამე სართული. ამჟამად ეს არის საცხოვრებელი სახლი, რომლის პირველ სართულზე განთავსებულია სხვადასხვა სახის მაღაზიები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Гаврюшкин О. П. Вдоль по Питерской (хроника обывательской жизни). Таганрог, 2000

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება