კომერციული კლუბის საზაფხულო კომპლექსის შენობა
კომერციული კლუბის საზაფხულო კომპლექსის შენობა (რუს. Комплекс построек Летнего Коммерческого клуба) — შენობა დონის როსტოვში. მდებარეობს დიდი სადოვაიის ქუჩაზე. კომერციული კლუბის საზაფხულო შენობა ააგეს 1912-1913 წლებში გ. გელატის პროექტის მიხედვით, მოდერნის სტილში[1]. ომერციული კლუბის კომპლექსში შედიოდა საზაფხულო ბაღი (ამჟამად 1 მაისის პარკი). ამჟამად კომერციული კლუბის საზაფხულო კომპლექსის შენობის ადგილზე განთავსებულია ფიზიკური კულტურის სახლი[2]. კომერციული კლუბის საზაფხულო შენობას გააჩნია რუსეთის ფედერაციის ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[3].
კომერციული კლუბის საზაფხულო კომპლექსის შენობა რუს. Комплекс построек Летнего Коммерческого клуба | |
---|---|
კოორდინატები | 47°13′36″N 39°44′13″E / 47.226572° ჩ. გ. 39.736839° ა. გ. |
მდებარეობა | დონის როსტოვი |
არქიტექტორი | გ. გელატი |
ტიპი | მოდერნი |
გახსნის თარიღი | 1912-1913 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ისტორია
რედაქტირება1855 წელს კომერციულმა კლუბმა შეიძინა ადგილი დონის როსტოვში დიდი სადოვაიის ქუჩის, ციხესიმაგრის შესახვევის, მცირე სადოვაიის ქუჩისა და ნახიჩევანს შორის. XIX საუკუნის დასასრულს კომერციულმა კლუბმა ამ ადგილზე ააგო პირველი ნაგებობა. 1901 წელს პარკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში არქიტექტორ ნ. დოროშენკოს პროექტის მიხედვით ააგეს როტონდა ნეოკლასიკურ სტილში[1].
1912-1913 წლებში არქიტექტორმა გ. გელატომ პარკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ააგო კომერციული კლუბის სამსართულიანი საზაფხულო შენობა. ნაგებობა გაფორმებული იყო კლასიკურ სტილში[1].
შენობის აღმოსავლეთ ნაწილში ააგეს დახურული ესტრადა, რომელიც ორიენტირებული იყო სამხრეთით. მის პირდაპირ ღია მოედანზე განათავსეს მაყურებელტა ადგილები. ესტრადა გააფორმეს დეკორატიული ფორმებით[1].
საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ დიდი სადოვაიის ქუჩის მხარეს მდებარე კომპლექსის ნაგებობა დაანგრიეს. მის მაგივრად ააგეს უბრალო მეტალის ღობე, რომელიც დაანგრიეს 1960-იან წლებში[1].
ოქტომბრის რვოლუციის შემდეგ კომერციული კლუბის ბაღს უწოდეს პირველი მაისის პარკი. ყოფილი კლუბის შენობაში განთავსდა: ტრამვაის მუშათა კლუბი, კომუნალური მუშების კლუბი და სხვა ორგანიზაციები.
-
ბაღი
-
როტონდა
-
ყვავილების პავილიონი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Галина Тимофеева. (2010-04-10) Тайна старинной ротонды (легенды и были городского парка). relga.ru. ციტირების თარიღი: 2013-11-03.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Есаулов Г. В., Черницына В. А. Архитектурная летопись Ростова-на-Дону. — 2-е. — Ростов-на-Дону, 2002. — С. 140—143. — ISBN 5-8456-0489-3.
- ↑ История ОДФК. odfkr.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-29. ციტირების თარიღი: 2013-10-28.
- ↑ г.Ростов-на-Дону. Объекты культурного наследия (памятники истории и культуры) государственного (федерального) значения. Официальный портал Правительства Ростовской области. ციტირების თარიღი: 2013-10-27.