კოლხური
კოლხური — ქართული თეთრყურძნიანი სელექციური სასუფრე ვაზის ჯიში.
გამოყვანილია საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მევენახეობის კათედრაზე. ავტორები: მაქსიმე და რევაზ რამიშვილები. მშობელ წყვილებად გამოყენებულია ალექსანდრიული მუსკატი და განჯური.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა. ფოთლის ფირფიტა ქვედა მხრიდან მცირედაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალოზე დიდი ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ან ცილინდრული ფორმის. კუმსია. მარცვალი დიდი ზომისაა, ფორმით ოვალური, ღია მწვანე, მოყვითალო-მოქარვისფრო. კანი ნორმალური აქვს, საკმაოდ რბილობიანი, მკვეთრად გამოხატული მუსკატური გემოთი.
ყურძენი სრულ სიმწიფეში სექტებრის შუა რიცხვებში შედის. ვაზი საშუალოზე ძლიერი ზრდისა და უხვმოსავლიანია. მტევნის საშუალო წონა 200-350 გრამია. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19-20.5%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7.5-8 გ/ლ-ს.
კოლხური მაღალხარისხიანი სასუფრე ყურძნის ჯიშია.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 552