კოლუმბიური ჰალსტუხი
კოლუმბიური ჰალსტუხი (ესპ. corbata colombiana) — აღსრულების მეთოდი სამხრეთ ამერიკაში რომლის დროსაც მსხვერპლს ჰორიზონტალურად ყელს ჭრიან დანით ან სხვა ბასრი საგნით, გამოჭრილი ყელიდან კი ენას იღებენ. კოლუმბიური ჰალსტუხი ზოგჯერ უკავშირდება პაბლო ესკობარს, თუმცა ის რამდენიმე ათწლეულით ადრე გაჩნდა კოლუმბიის ლა ვიოლენსიას სამოქალაქო ომის დროს როგორც ფსიქოლოგიური მეთოდი ადამიანის დაშინებისა.1994 წელს ო.ჯ სიმპსონის საქმის განხილვის დროს,ამერიკული ფეხბურთისა და ჰოლივუდის ვარსკვლავის საქმეში მკვლელობის ალტერნატიური თეორია გაჩნდა კოლუმბიური ჰალსტუხის სახით, ამ სასამართლო პროცესზე ო.ჯ სიმპსონს ედავებოდნენ მისი ცოლის ნიკოლ ბრაუნ სიმპსონის და მისი მეგობარის რონალდ გოლდმენის მკვლელობას სწორედ კოლუმბიური ჰალსტუხით.