კოლოშიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში სამეგრელო-გურიადან.

ვაზს სახელწოდება მიღებული აქვს ადგილისგან, რომელსაც „კოლოშონა“ ერქვა. „კოლო“ მეგრულად მწარეს ნიშნავს (ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი).

კოლოშის გავრცელების არეალია ხულოს რაიონი. აქ ახლომდებარე სოფლებში კოლოშის ძალიან ხნიერი მაღლარებია. ადგილობრივი მოსახლეობა კოლოშს მხოლოდ სასუფრე ყურძნად მოიხმარდა, ამისთვის მოსავალს ვაზზე ტოვებდნენ და საჭიროების მიხედვით კრეფდნენ ან მთელი ზამთარი აკიდოების სახით ინახავდნენ.

ბოტანიკური აღწერა რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალოზე დიდი ზომისა და თითქმის ოვალური ფორმისაა, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრადაა სქლად დაფარული. ყვავილი ორსქესიანი აქვს. მტევანი საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური, ზოგჯერ ცილინდრული ფორმის, საშუალო ან ძლიერ კუმსი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო და სიმეტრიული, მუქი ლურჯი შეფერილობის, თითქმის შავი. სქელკანიანია, ცვილისებრი ფიფქით დაფარული. რბილობი უფრო ხორციანია, ვიდრე წვნიანი, ტკბილი გემოთი.

კოლოში ძლიერი ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 170-200 დღეა. სრულ სიმწიფეში ნოემბრის დასაწყისში შედის. მტევნის საშუალო წონა 195 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 8.5-9.5 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 17.5-18%-ს, ხოლო მჟავიანობა — 9-9.5 გ/ლ-ს.

მიიღება ხარისხიანი სუფრის წითელი ღვინო, რომელიც თაფლის ფიჭის გემოთი ღვინდება. გამოიყენება სასუფრე ყურძნად.

ლიტერატურა რედაქტირება

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 194