ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კოლონოსკოპია ენდოსკოპიური კვლევაა, რომლის დროსაც ხდება სწორი ნაწლავის, მსხვილი ნაწლავის და წვრილი ნაწლავის ბოლო ნაწილის დათვალიერება. ენდოსკოპია ნაკლებად ინვაზიური ინსტრუმენტალური კვლევაა, რომლის დროსაც ღრუ და მილოვანი ორგანოების გამოკვლევა ოპტიკური ხელსაწყოებით ხდება. პროცედურის დროს, ექიმი სპეციალური აპარატის მეშვეობით ორგანიზმის შიგნით არსებულ მდგომარეობას ათვალიერებს. საჭიროების შემთხვევაში, აკეთებს ორგანოს კედლის მცირე ზომის მასალის აღებას (ბიოფსიას) შემდგომი ციტოლოგიური ან/და პათომორფოლოგიური კვლევისთვის.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კოლონოსკოპია“-დან