კოლასელთა მიმართ
კოლასელთა მიმართ ეპისტოლე – პავლე მოციქულის 14 ეპისტოლიდან ერთ–ერთი. ეპისტოლე შედგება 4 თავისაგან და წარმოადგენს პროტესტს ბიბლიურ ჭეშმარიტებათა შერყვნის მცდელობის წინააღმდეგ.
კოლასეს ქრისტიანული თემი რომის მცირეაზიულ პროვინციაში დააარსა პავლე მოციქულის მოწაფემ ეპაფრასემ. პავლემ მისგან შეიტყო თემის ქრისტიანთა მერყევი სულიერი მდგომარეობის შესახებ. მიუხედავად მათი ქრისტიანული რწმენისა და ქრისტეს ყველა წმინდანთა მიმართ სიყვარულისა (კოლ. 1,4), მათზე ზემოქმედებდნენ ერთი მხრივ იუდეურ წეს-ჩვეულებებთან შერწყმული ასკეტიზმის მქადაგებელნი, ხოლო მეორე მხრით – გნოსტიკოსები (ბერძ. γνοσις – ცოდნა), რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ხსნისათვის საკმარისი არ არის ქრისტეს ჯვარცმა და რომ ქრისტე არ არის ღმერთი, არამედ ღმერთთან მიახლოებული უმაღლესი სულთაგანი – „გონთაგანი“. ამის გამო, მოციქულმა პავლემ ეპისტოლე გააგზავნა თემში, სადაც განმარტავს ღვთის მიერ ჩვენთვის მონიჭებული გადარჩენის არსს: ქრისტეს სისხლით გამოხსნა და ცოდვათა მიტევება სინანულით (კოლ. 1,12-14). მაცხოვრის შესახებ პავლე ამბობს, რომ იგი არის: უხილავი ღმერთის სახე (კოლ. 1,15); მისმა მხილველმა ღმერთი იხილა, იგი შობილია ყოველ ქმნილებათა უწინარეს (1,15); იგი არის ღვთის საუკუნო სიტყვა და საუკუნო დიდი სიბრძნე ღვთისა, ყოველივე მის მიერ და მისთვის არის შექმნილი და ყოველივე მისით დაემტკიცა (1,16-17); იგი არ არის ქმნილება, იგი არის შემქმნელი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქ. ძოწენიძისა და კ. დანელიასი, პავლენი (პავლეს ეპისტოლეთა ქართული ვერსიები), თბილისი, 1974, გვ. 3-65.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ახალი აღთქმა
- ახალი აღთქმა (საქმენი, ეპისტოლენი, გამოცხადება) დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine.
- ელექტრონული წიგნები ქართულად დაარქივებული 2021-05-07 საიტზე Wayback Machine.
- კოლასელთა მიმართ ეპისტოლე დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine.
- პავლე მოციქულის ეპისტოლე კოლასელთა მიმართ (თანამედროვე ქართულ ენაზე)
- პავლე მოციქულის პირველი ეპისტოლე კოლასელთა მიმართ. თავი პირველი
- აუდიო–ვერსია