ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კოიოჰარუ გოტოგე (იაპონ. 吾峠 呼世晴; დ. 5 მაისი 1989, ფუკუოკის პრეფექტურა, იაპონია[1]) — იაპონელი მანგაკა (კომიქსების მხატვარი), რომელიც ცნობილია მანგის სერიით „დემონების მკვეთი ხმალი“. 2021 წლის თებერვლისთვის მანგას 150 მილიონზე მეტი ეგზემპლარი ჰქონდა გაყიდული (ციფრული ეგზემპლარების ჩათვლით), რაც მას ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად მანგის სერიად აქცევს. გოტოგე მოხვდა „ტაიმის“ ყოველწლიურ 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში, რითაც გოტოგე სიის ისტორიაში პირველი მანგაკა გახდა. ავტორი ანონიმურობის შესანარჩუნებლად იყენებს კრიპტონიმს (ერთგვარ ფსევდონიმს).