კოვალევის სახლი
კოვალევის სახლი (რუს. Дом Ковалева) — ორთსართულიანი სახლი აზოვში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. 1992 წლის 18 ნოემბრის № 301ბრძანების მიხედვით განეკუთვნება რუსეთის ფედერაციის რეგიონული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიას[1]. სახლი აგებულია 1912 წელს.
კოვალევის სახლი რუს. Дом Ковалева | |
---|---|
კოორდინატები | 47°06′43″N 39°25′27″E / 47.111847° ჩ. გ. 39.424174° ა. გ. |
მდებარეობა | აზოვი, როსტოვის ოლქი, რუსეთი |
დასრულების თარიღი | 1912 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
მისამართი: აზოვი, მოსკოვის ქუჩა № 23.
ისტორია
რედაქტირება1912 წელს როსტოვის ოლქის ქალაქ აზოვში ააგეს ორსართულიანი სახლი მოსკოვის ქუჩაზე. სახლი მდებარეობდა მუზეუმის წინ, მისი მფლობელი და დამაარსებელი იყო გ. ი. კოვალიოვი. აშენებიდან ძალიან მალევე სახლში განათავსეს გ. კოვალიოვის უნივერსალური ტექნიკური მაღაზია, სადაც მომხმარებელს შეეძლო შეეძინა სხვადასხვა ტიპის საქონელი: ელექტრონული ლამფები, ხორცსაკეპი მანქანები, გრამაფონები, კედლის საათები, ჯიბის საათები, ველოსიპედები, საკერავი მანქანები, ყავის საფქვავები, პატეფონის ფირფიტები. საკუთარი სახლის სარდაფში განათავსა რუსული ღვინის მარანი, ხოლო თავად მაღაზიაში ფუნქციონირებდა მლესავთა სახელოსნო. ეს შენობა თავისი არსებობის სხვადასხვა პერიოდში ეკუთვნოდა სხვადასხვა საქალაქო განყოფილებებს: ეკუთვნოდა მმაჩი-ს ბიუროს, მუშაობდა რაიონული შემნახველი სალარო და სხვა[2].
კოვალევის სახლი ქალაქის ერთ-ერთი, არც თუ ისე მრავალი ღირსშესანიშნაობათაგანია, რომელიც გადაურჩა მეორე მსოფლიო ომს და მოაღწია ჩვენამდე[3].
აღწერა
რედაქტირებაკოვალევის სახლის არქიტექტურა ხასიათდება მაღალი ჭერით, ფართო ფანჯრებით, აივნებით. სახურავზე დადგმულია, რუსული არქიტექტურისათვის დამახასიათებელი, ხახვისებური გუმბათი[2].