კნუთის პრემია
კნუთის პრემია — პრემია, რომელიც გადაეცემა ინფორმატიკის საფუძვლებში გამორჩეული წვლილისათვის და ატარებს ამერიკელი მეცნიერის კომპიუტერული მეცნიერებების დარგში დონალდ კნუთის სახელს.[1]
ისტორია
რედაქტირებაკნუთის პრემიის გადაცემა ხდება 1996 წლიდან და მოიცავს ფულად ჯილდოს — 5000 ამერიკულ დოლარს. პრემიას გადასცემს გამოთვლითი ტექნიკის ასოციაციის ალგორითმებისა და გამოთვლითი თეორიის სპეციალური ჯგუფი (ACM SIGACT) და IEEE-ს გამოთვლითი ტექნიკის მათემატიკური საფუძვლების ტექნიკური კომიტეტი. ჯილდოს გადაცემა ხდება გამოთვლითი ტექნიკის თეორიის ACM-ის სიმპოზიუმზე და ინფორმატიკის საფუძვლების IEEE-ს სიმპოზიუმზე მონაცვლეობით. ორივე ითვლება ყველაზე პრესტიჟულ კონფერენციად თეორიულ ინფორმატიკაში. კნუთის პრემიის მიმღები კონფერენციაზე წარადგენს თავის ლექციას. გიოდელის პრემიისგან განსხვავებით, რომელიც აღიარებს საუკეთესო ნამუშევარს, კნუთის პრემია ენიჭება ცალკეულ პიროვნებას ინფორმატიკის სფეროში თავისი საერთო გავლენისთვის.