კლიაჩკოს აგარაკი
კლიაჩკოს აგარაკი (რუს. Дача Клячко) — XX საუკუნის არქიტექტურის ძეგლი, ისტორიული შენობა. აგებულია რუსული არქიტექტურული ტრადიციებით მოდერნის ელემენტებით. მდებარეობს ქალაქ სესტრორეცკში სანქტ-პეტერბურგი, ტყის ქუჩა, სახლი № 7. არის სანქტ-პეტერბურგის კულტურული მემკვიდრეობის ფედერალური ობიექტი. აგებულია 1908 წელს. ამჟამად მასში განთავსებულია საბავშვო სანატორიუმის ერთ-ერთი შენობა. რესტავრირებულია სანქტ-პეტერბურგის ისტორიისა და კულტურის ძეგლთა სახელმწიფო კონტროლის, გამოყენებისა და დაცვის კომიტეტის მიერ.
კლიაჩკოს აგარაკი Дача Клячко | |
---|---|
კოორდინატები | 60°06′56″N 29°57′31″E / 60.115611° ჩ. გ. 29.9585° ა. გ. |
მდებარეობა | სესტრორეცკი, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი |
არქიტექტორი | ს. გ. გინგერი |
სტილი | მოდერნი |
თარიღდება | 1908 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ისტორია
რედაქტირება1906 წელს სესტორეცკთან ახლოს წითელი ჯვრის დების თაოსნობით დაარსდა ტუბერკულოზით დაავადებულ ბავშვთა სანატორიუმი.
1907 წელს სანატორიუმის ტერიტორიაზე, მიწის ნაკვეთის სიღრმეში ააგეს შენობა, რომელიც 1908 წელს მიყიდეს ცნობილი ექიმს ლევ კლიაჩკოს. აგარაკი აგებულია მოდერნისა და ნეოკლასიციზმის დიდოსტატის, სერგეი გინგერის პროექტის მიხედვით და აღიარებულია ხის არქიტექტურის ძეგლად. აგარაკის ახლოს არქიტექტორმა გინგერმა ააგო ხის ორიგინალური სახლი ადვოკატ ო. ო. გრუზენბერგისთვის.
შენობა შედის რუსეთის ფედერაციის ხალხთა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ერთიან სახელმწიფო რეესტრში, როგორც ფედერალური მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლი.
2014 წელს სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო დაკვეთის კომიტეტმა გამოაცხადა ტენდერი და შეიმუშავა პროექტი სანატორიუმის რეკონსტრუქციისათვის. შედეგად სანატორიუმს შეუძლია 160 4-10 წლამდე ბავშვის მირება მშობლის გარეშე და 24 ბავშვის მიღება მშობელთან ერთად. შემუშავებული პროექტის მაქსიმალური თანხა იყო 67,2 მლნ რუბლი.