კლდისუბნის ეკლესია
კლდისუბნის წმინდა გიორგის ეკლესია — თბილისის ეკლესია, მდებარეობს ძველი თბილისის ერთ-ერთ მიკროუბანში — კლდისუბანში, რის გამოც ეკლესიას XVIII საუკუნის დოკუმენტური მასალა მოიხსენიებს, როგორც „კლდისუბნის წმ. გიორგის ეკლესიას“.
დავით კარიჭაშვილი ამბობს:
ჩრდილოეთის კედელში დატანებული მცირე სარკმლის მაღლა ჩასმული ორენოვანი — ქართული და სომხური წარწერა მოგვითხრობს, როგორც ეკლესიის აღმშენებლის, ასევე მისი აგების თარიღის შესახებ. წარწერის თავზე ვკითხულობთ „ქორონიკონსა უმა“ (441) 1753. ამ ეკლესიას ძველ თბილისში „ხიხოს ეკლესიასაც“ ეძახდნენ. ამჟამად ეკლესიაში წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე სრულდება.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ. 600