კლარის ნაპირი
კლარის ნაპირი (ინგლ. Clarie Coast) — უილქსის მიწის სანაპიროს ნაწილი (აღმოსავლეთი ანტარქტიდა). მდებარეობს ა. გ. 130° და 136° შორის, გადაჭიმულია დაახლოებით 350 კმ-ზე. კონტინენტური მყინვარული ფარის კიდე, რომელიც ციცაბოდაა მოგლეჯილი ზღვის მხრიდან, ამ რაიონში ბოლოვდება გამომტანი მყინვარებით. მყინვარული ფარის ზედაპირი მკვეთრად მაღლდება კონტინენტის შუაგულისკენ და 60 კმ მანძილზე უკვე 1000 მეტრზე მეტს სიმაღლეს აღწევს. აღმოჩენილია და სახელი ეწოდა საფრანგეთის ანტარქტიდული ექსპედიციის მიერ 1840 წელს ჟიულ დიუმონ-დიურვილის ხელმძღვანელობით. ამჟამად უპირატესად ავსტრალიის კვლევითი სამუშაოების რაიონია. 1956 წელს იკვლევდა საბჭოთა ანტარქტიდული ექსპედიცია.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Клари берег // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 12 — М., 1973.