კლარენდონის კონსტიტუცია

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კლარენდონის კონსტიტუცია — დიდი ბრიტანეთის კანონდებლობების ნაწილი. 1164 წელს ინგლისის მეფე ჰენრი II-ის მიერ გატარებული საკანონდემბლო პროცედურების კონპლექსი. კონსტიტუცია შედგებოდა 16 სექციისაგან და წარმოადგენდა ეკლესიის, რომის პაპის ძალაუფლების და საეკლესიო პრივილეგიების შემცირების მცდელობას ინგლისში. ჰენრი II-ის წინამორბედის, სტეფან ბლუელის (1135–1154), მმართველობისას ჩამოყალიბებულ ანარქიაში ესკლესიამ ისარგებლა სამეფოს სისუსტით და გაზარდა საკუთარი იურისდიქცია. კონსტიტუცია ინგლისში აღდგენდა ჰენრი I-ის დროს არსებულ იურიდიულ წეს-ჩვეულებებს, კათოლიკურ საეკლესიო წეს-ჩვეულებებს და ნორმანულ დაპყრობამდე არსებულ ინგლისის კანონის ნაწილებს.

კლარენდონის კონსტიტუცია
დეტალები
შექმნის თარიღი 1164
ჰენრი II-ის და ტომას ბეკეტის გმოახულება XII საუკუნიდან

კონსტიტუციამ სახელი აიღო კლარენდონის სასახლისაგან, რომელიც სამეფო სანადორო ლოჟა იყო და მდებარეობდა ვილტშაიერში.

კონსტიტუცის უპირველესი მიზნი იყო „კრიმინალი სასულიერო პირების“ ან ისეთი სასულიერო პირების არსებობის პრობლემების გადაჭრა, რომლებმაც სერიოზული დანაშაულები ჩაუდინეს, თუმცა საეკლესიო სასამართლოების მიერ „სამღვდელოებით სარგებლობის“ მიხედვით იქნენ გასამართლებულნი. სამეფო სასამართლოებისაგან განსხვავებით ამ საეკლესიო სასამართლოებში მკაცრად იყო ლიმიტირებული სასჯელების სიმკაცრე, და სწორედ ამიტომ, უმეტეს შემთხვევებში სერიოზული დანაშაულის ჩამდენი პირიც კი შეიძლება გათავისუფლებული ყოფილიყო; კერძოდ, სისხლის დაღვრა დაშვებული იყო. სასულიერო სასამართლოებში მკველობის ჩამდენი სასულიერო პირების საქმეების უმეტესობა სრულდებოდა მკვლელის მხოლოდ სასულიერო სამსახურიდან დახოვნით, ხოლო სამეფო სასამართლოში მვლელები დასახიჩრებით ან სიკვდილით ისჯებოდნენ.

კლარენდონის კონსტიტუცია იყო ჰენრი II-ის ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების გადაჭრის და ამავე დროს საკუთარი ძალაუფლების გაზრდის მცდელობა. კონსტიტუციის მიხედვით მას შემდეგ, რაც სასულიერო ან საეკლესიო სასამართლოები დამნაშავე სასულიერო პირს დაითხოვდნენ სასულიერო სამსახურიდან, მათ აღარ შეეძლოთ ამ პირის დაცვა და ყოფილი სასულიერო პირები კიდევ დამატებით დაისჯებოდნენ საერო სასამართლოების იურისდიქციის ქვეშ.

თავდაპირველად ისტორიკოსები ფიქრობდნენ, რომ ჰენრი II-ეს სურდა ყველა სასულიერო პირის მეფის სასამართლოში დასჯა, თუმცა ეს იდეა, როგორც ფრედერიკ უილიამ მეიტლენდმა დაამტკიცა, არასწორი იყო.[1] ფრედერიკ უილიამ მეიტლენდზე დაყრდნობით გატარებული იქნა უფრო კონფლექსური შეთანხმება, რომლის მიხედვით აღიარეს, რომ ყველა საქმე თავდაპირველად მეფის სასამართლოში უნდა იყოს გნიხილულიყო.

თუ ბრალდებული პირი დაამტკიცებდა, რომ ის იყო სასულიერო პირი მისი საქმე განსახილველად საეკლესიო სასამართლოში გადავიდოდა, მეფის სასამართლოს ოფიცრების თანდასწრებით. თუ დამნაშავეს ბრალი დაუმტკიცდებოდა, ოფიცერი მას მეფის სასამართლოში დააბრუნებდა, დამნაშავის სასულიერო სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ, სადაც დამნაშავეს სხვა კრიმინალების მსგავსად, ადეკვატურად დასჯიდნენ.

მეფე ეწინააღმდეგებოდა და არასაკმარესად მიაჩნდა მძიმე დანაშაულებზე სასჯელად მიღებული ჯარიმები, სამსახურიდან დათხოვის და საეკლესიო გარიცხებით დასჯების მეთოდებს, რომლებსაც სასულიერო სასამართლოები არ სცდებოდნენ. მთავარეპისკოპოსი „სამღვდელოებით სარგებლობის“ პრინციპედით კამათობდა რომ იდვივიდიუალური ადამიანის ჯერ სამსაუხიდან დათხოვნა, ხოლო შემდეგ სიკვდილით დასჯა ამ პირის ორჯერ დასჯა იყო ერთი დანაშაულისათვის. დაქვეთების შემდეგ პირი კარგავდა ყველა უფლებას და თუ კიდევ დამატებით ჩაიდენდა რაიმე დანაშაულს, მაშინ ის სიკვდილით დაისჯებიდა ისე, როგორც ყველა სხვა მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირები.

შედეგები

რედაქტირება

ტომას ბეკეტი, კანტერგურის მთავარეპისკოპოსი 1162-1170 წლებში, ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციას, ხოლო განსაკუთრებით არ მოსწონდა „კრიმინალი სასულიერო პირების“ მიზეზი. ამის შედეგად ინგლისის მეფე ჰენრი II-ის ბრძანებით ტომას ბეკეტი გაასამართლეს ნორთჰამპტონის სასამართლოში, ბეკეტი ოჯახთან ერთად გადასახლებაში საცხოვრებლად წავიდა. ყველა ეპისკოპოსი ეთანხმებოდა კონსტიტუციას მანამ, სამნამ ის რომის პაპმა არ უარყო. ბეკეტმა უარყო საკუთარი არგუმენტები, ეს ცნობილი გახდა როგორც ბეკეტის სკანდალი, რომლის გამწვავებამაც თავად ბეკეტის მკვლელობა გამოიწვია 1170 წლის 29 დეკემბერს. მეფე ჰენრი კი, მკვლელობის შემდგომ, იძულებული გახდა გაეუქმებინა სკანდალის ორი უმნიშვნელოვანესი მიზეზი, რაც მიდიოდა კანონური სამართლის წინააღმდეგ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება