კლავდია ლივია
კლავდია ლივია (კლასიკური ლათ. CLAVDIA•LIVIA; დ. დაახლ. ძვ. წ. 13 – გ. ახ. წ. 31) — ნერონ კლავდიუს დრუზუსის და ანტონია უმცროსის ერთადერთი ქალიშვილი; რომის იმპერატორის კლავდიუსისა და გენერალი გერმანიკუსის და. იმპერატორი კალიგულას ბიცოლა და იმპერატორ ნერონის დიდი ბიცოლა, ასევე ტიბერიუსის დისშვილი და რძალი. მას ბებიის, ავგუსტუსის ცოლის, ლივია დრუზილას სახელი დაარქვეს და საყოველთაოდ ცნობილია მისი ოჯახის მიერ დარქმეული მეტსახელით - ლივილა („პატარა ლივია“). [1] დაიბადა გერმანიკუსის შემდეგ და კლავდიუსის დაბადებამდე.
კლავდია ლივია | |
---|---|
კლავდია ლივიას ბიუსტი | |
დაბადების თარიღი | ძვ. წ. 13 |
გარდაცვალების თარიღი | ახ. წ. 31 |
მოქალაქეობა | რომის მოქალაქეობა |
მეუღლე(ები) |
გაიუს კეისარი დრუსუს იულიუს კეისარი |
შვილ(ებ)ი | ჯულია ლივია, ტიბერიუს გემელუსი, ტიბერიუს გერმანიკუსი |
მშობლები |
მამა: ნერონ კლავდიუს დრუზუსი დედა: ანტონია უმცროსი |
ორჯერ იყო დაქორწინებული იულიუს-კლავდიუსების დინასტიის პოტენციურ მემკვიდრეზე, ჯერ ავგუსტუსის შვილიშვილზე გაიუს კეისარზე, ხოლო შემდეგ ტიბერიუსის ვაჟზე, დრუზუს უმცროზე. სავარაუდოა, რომ საყვარელთან, სეიანუსთან ერთად მოწამლა თავისი მეორე მეუღლე, დრუზუსი. გარდაიცვალა ა.წ. 31 წელს.
ბიოგრაფია
რედაქტირებაქორწინებები
რედაქტირებალივილა ორჯერ იყო დაქორწინებული, პირველად გაიუს კეისარზე, ოქტავიანე ავგუსტუსის შვილიშვილსა და პოტენციურ მემკვიდრეზე. ავგუსტუსმა თავად აირჩია ლივილია მომავალი იმპერატორის ცოლად. თუმცა, გაიუსი გარდაიცვალა ჩვენი წელთაღრიცხვით 4 წელს.
იმავე წელს ლივილა დაქორწინდა თავის ბიძაშვილზე დრუსუს იულიუს კეისარზე (დრუზუს უმცროსი), ტიბერიუსის ვაჟზე. როდესაც ტიბერიუსმა შეცვალა ავგუსტუსი და იმპერატორი გახდა ა. წ. 14 წელს, ლივილია კვლავ პოტენციური მემკვიდრის ცოლი გახდა. დრუსუსს და ლივილას ჰყავდათ სამი შვილი, ქალიშვილი, სახელად ჯულია ლივია, რომელიც დაახლოებით დაიბადა ა. წ. 7 წელს, და ტყუპი ძმები გერმანიკუს გემელუსი, რომელიც ა. წ. 23 წელს გარდაიცვალა და ტიბერიუს გამელუსი.
ოჯახი
რედაქტირებაპუბლიუს კორნელიუს ტაციტუსი იტყობინება, რომ ლივილია საოცრად ლამაზი ქალი იყო. [2] Senatus Consultum de Cn. Pisone patre-ის [3] მიხედვით, ას ყველაზე დიდ პატივს სცემდნენ ბიძამისი და სიმამრი, ტიბერიუსი და ბებია ლივია დრუზილა. [4]
ტაციტუსის თქმით, მას ხშირად ადარებდნენ მისი ძმის, გერმანიკუსის მეუღლეს, აგრიპინა უფროსს, რაც ლივილას სწყინდა და ხშირად ეჭვიანობდა კიდეც. [5] მართლაც, აგრიპინამ ბევრად უკეთესი საიმპერატორო მემკვიდრეები აღზარდა (იყო იმპერატორ კალიგულას და აგრიპინა უმცროსის დედა) და ბევრად უფრო პოპულარულიც იყო რომაულ საზოგადოებაში. სვეტონიუსი იუწყება, რომ მას ეზიზღებოდა თავისი უმცროსი ძმა კლავდიუსი; მას შემდეგ რაც გაიგო, რომ კლავდიუსი ერთ მშვენიერ დღეს გახდებოდა იმპერატორი, მან საჯაროდ შეურაცხყო რომაელი ხალხის ასეთი ბედი. [6]
როგორც იულიუს-კლავდიუსების დინასტიის მდედრობითი სქესის წარმომადგენლების უმეტესობა, ის სხვების მსგავსად ასევე ძალიან ამბიციური იყო, განსაკუთრებით მისი მამრობითი შთამომავლობის მიმართ. [7]
რომანი სეიანუსთან
რედაქტირებასავარაუდოა, რომ ტყუპი შვილების დაბადებამდეც კი, მას რომანი ჰქონდა ლუციუს აელიუს სეიანუსთან, ტიბერიუსის პრეტორიან პრეფექტთან. მოგვიანებით ზოგიერთი (მათ შორის ტიბერიუსი) ეჭვობდა, რომ სეიანუსი ტყუპების მამა იყო. ტაციტუსის, სვეტონიუს ტრანკვილუსის და კასიუს დიონის თანახმად, სეიანუსმა მოწამლა დრუსუსი, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მომავალი იმპერატორის რისხვას ეშინოდა, არამედ იმიტომაც, რომ მას განზრახული ჰქონდა უზენაესი ძალაუფლების ხელში ჩაგდება და პოტენციური კონკურენტის, დრუსუსის თავიდან მოშორება, ამ ყველაფერში ასევე მონაწილეობას იღებდა ლივიაც. [8]
სეიანუსმა დაქვრივებულ ლივიაზე გამოთქვა დაქორწინების სურვილი, ა.წ. 25 წელს ტიბერიუსმა უარყო ასეთი მოთხოვნა, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ, 31 წელს სეიანუს ნებართვა მისცა, რომ დაქორწინებულიყო კლავდია ლივიაზე. იმავე წელს იმპერატორმა მიიღო მტკიცებულება ლივილიას დედისგან, ანტონია მინორისგან, რომ სეიანუსი აპირებდა მის ჩამოგდებას. ტიბერიუსმა სეიანუსი ამხილა რომის სენატში, შემდეგ დააპატიმრა და ციხეში გადაიყვანეს სიკვდილით დასასჯელად. ამ პერიოდში, რომში დაიწყო სისხლიანი წმენდა, სადაც სეიანუსის ოჯახის უმეტესობამ (მათ შორის შვილები) და მიმდევრებმა გაიზიარეს მისი ბედი.
ბრალდებები და სიკვდილი
რედაქტირებაშვილების გარდაცვალების გაგების შემდეგ, სეიანუსის ყოფილმა მეუღლემ აპიკატამ თავი მოიკლა. სიკვდილამდე მან ტიბერიუსს წერილი გაუგზავნა, სადაც სეიანუსს და ლივილას დრუსუსის მოწამვლაში ადანაშაულებდა. დრუსუსის მოსამსახურე ლიგდუსი და ლივილიას ექიმი ევდემუსი დაკითხეს და წამების შემდეგ დაადასტურეს აპიკატას ბრალდება.
ლივილა მალევე გარდაიცვალა. უცნობია მოკლეს თუ თავი მოიკლა. კასიუს დიოს ცნობით, ტიბერიუსმა ლივილია დედას, ანტონიას უმცროსს გადასცა, რომელმაც კლავდია ოთახში გამოკეტა და შიმშილით მოკლა. [9]
მშობიარობის შემდგომ, იყო ბრლადებები იმის შესახებ, რომ კლავდიას თავის ექიმთან ევდემუსთან, [10] სენატორთან და პოეტთან მამერკუს ემილიუს სკაურუსთან ჰქონდა ურთიერთობები. [11]
კულტურული გამოსახულებები
რედაქტირებალივილა ამ პერიოდის შესახებ გადაღებულ სამ სატელევიზიო სერიალში იყო გამოსახული. 1968 წლის ბრიტანულ სატელევიზიო სერიალში, კეისრები მას განასახიერებდა სიუზან ფერმერი.
1976 წელს BBC-ის ტელესერიალში, მე, კლავდიუსი იგი პატრიცია ქუინმა განასახიერა. ამ გადაცემაში მას აქვს რომანი აგრიპა პოსტუმუსთან, კლავს დრუსუსს სეიანუსის დახმარებით და ასევე გეგმავს მასთან ერთად ტიბერიუსის მოკვლას, თუმცა დედამისი კლავდიუსის მეშვეობით, პოულობს დამამტკიცებელ საბუთებს და ტიბერიუსს უგზავნის.
1985 წლის მინი-სერიალში, A.D. იგი განასახიერა სუზან სარანდონმა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Varner, Eric R. (2004-01-01). Monumenta Graeca et Romana: Mutilation and Transformation; Damnatio Memoriae and Roman Imperial Portraiture (en). Leiden: Brill, გვ. 93. ISBN 9004135774.
- ↑ Tacitus, Annals, 4.3
- ↑ Beth Severy, Family and State in the Early Imperial Monarchy: The Senatus Consultum de Pisone Patre, Tabula Siarensis, and Tabula Hebana,” CP 95 (2000), pp. 318-337
- ↑ Annelise Freisenbruch, Caesars' wives: Sex, Power and Politics in the Roman Empire. Free Press, New York, 2010, p. 90.
- ↑ Tacitus, Annals, 2.43
- ↑ Suetonius, Vita Claudii, 2.2.
- ↑ Levick, Barbara, Tiberius the Politician. Routledge, 2nd edition, New York, 1999, p. 127
- ↑ Tacitus, The Annals 4.3
- ↑ Dio Cassius, 58.11.7
- ↑ Pliny Natural History 29.20.
- ↑ Tacitus, Annales 6.29. Dio Cassius 58.24.5