კიფჰოიზერი (გერმ. Kyffhäuser) — მცირე, ტყით დაფარული მთის მასივი, რომელიც წარმოადგენს შუაგერმანული მთის სისტემის ნაწილს და მდებარეობს ჰარციდან სამხრეთ-აღმოსავლეთით. მთის მასივი მდებარეობს ჰელმესა (Helme) და უნშტრუტის (Unstrut) ველებს შორის. მასივის უმაღლესი წერტილია კულპენბერგი (Kulpenberg), რომლის სიმაღლეც 477 მეტრია (მასზე დამაგრებულ 94-მეტრიან სატელევიზიო ანძასთან ერთად).

ფრიდრიხ I ბარბაროსა

კელბრადან (Kelbra) აღმოსავლეთით 7 კმ-ში, მთა პფინგსტბერგზე (Pfingstberg) მდებარეობს პირველად 972 წელს მოხსენიებული სამეფო კარის ნანგრევები ტილედაში, რომელსაც თითქმის ყველა გერმანიის მეფე სტუმრობდა 1198 წლამდე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Baedecker. Deutschland. Verlag Karl Baedeker. — 2002. ISBN 3-8297-1004-6
  • Martin Kitchen. The Cambridge Illustrated History of Germany: Cambridge University Press. — 1996. ISBN 0-521-45341-0
  • Reinhard Pözorny(Hg) Deutsches National-Lexikon- DSZ-Verlag ISBN 3-925924-09-4