კით კელოგი

(გადამისამართდა გვერდიდან კიტ კელოგი)

ჯოზეფ კით კელოგ უმცროსი (დ. 12 მაისი, 1944 წელი) — შეერთებული შტატების მთავრობის ყოფილი თანამდებობის პირი და შეერთებული შტატების არმიის გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი.[2]

კით კელოგი
დაბადების თარიღი 12 მაისი, 1944(1944-05-12)[1] (80 წლის)
დაბადების ადგილი დეიტონი
მოქალაქეობა  აშშ
განათლება კანზასის უნივერსიტეტი და სანტა-კლარას უნივერსიტეტი

კელოგს წარსულში ეკავა ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის თანამდებობა და ტრამპის პირველ ადმინისტრაციაში შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს აღმასრულებელი მდივნისა და აპარატის უფროსის თანამდებობა. მაიკლ ფლინის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ კელოგი ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა.

ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადამდგარი გენერალი კით კელოგი უკრაინის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად შეარჩია.[3]

  1. GeneaStar
  2. Yuhas, Alan (February 14, 2017). „Keith Kellogg: Who is Trump's Acting National Security Adviser?“. The Guardian. ციტირების თარიღი: April 27, 2018.
  3. კით კელოგი - ტრამპმა თადარიგის გენერალი უკრაინის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად დაასახელა, 28 ნოემბერი, 2024 ამერიკის ხმა