კიტრიულის ყველაწმინდის ნაეკლესიარი
კიტრიულის ყველაწმინდის ნაეკლესიარი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ კიტრიულში. აგებულია შუა საუკუნეებში.
ნაეკლესიარი შემორჩენილია სოფლის სასაფლაოზე. აქა-იქ მიმობნეული სამშენებლო მასალის მიხედვით, ძეგლი ფლეთილი და რიყის ქვითაა ნაგები. ზოგან ყრია შირიმის პროფილირებული ქვები. დარბაზულ ეკლესიას, სავარაუდოდ, საკურთხეველი სწორკუთხა უნდა ჰქონოდა. საგანგებო გათხრა-გაწმენდის გარეშე გეგმის დადგენა შეუძლებელია.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 98