კიტი ფოილი
კიტი ფოილი (ინგლ. Kitty Foyle: The Natural History of a Woman) — რეჟისორ სემ ვუდის 1940 წელს გადაღებული მხატვრული ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს ჯინჯერ როჯერსი და დენის მორგანი ასრულებენ. ჯინჯერ როჯერსმა მიიღო ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის.
„კიტი ფოილი“ | |
---|---|
რეჟისორი | სემ ვუდი |
პროდიუსერი | დევიდ ჰემპსტიდი, ჰარი ედინგტონი |
სცენარის ავტორი | დალტონ ტრუმბო, დონალდ ოგდენ სტიუარტი |
ნაწარმოები |
კიტი ფოილი — კრისტოფერ მორლი |
როლებში |
ჯინჯერ როჯერსი დენის მორგანი |
კომპოზიტორი | როი ვები |
ოპერატორი | რობერტ დე გრასი |
მონტაჟი | ჰენრი ბერმანი |
სტუდია | RKO Radio Pictures |
გამოსვლის თარიღი | 27 დეკემბერი, 1940 |
ხანგრძლივობა | 108 წუთი |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | $738 ათასი |
შემოსავალი | $2 385 000 |
სიუჟეტი
რედაქტირებაფილადელფიაში მცხოვრებ უინ სტრაფორდს, დიდი ბოსი, და კიტი ფოილს, მისი მდივანი, ერთმანეთი უყვართ. კიტი მისგან წინადადებას ელოდება. თუმცა ყველაფერი ასე მარტივი არ არის. მოვლენები დინამიურად ვითარდება. კიტი ნიუ-იორკში ხვდება რომანტიკულ, მაგრამ ხელმოკლე ექიმ მარკ აიზენს. ამასობაში სტრაფორდი მას ხელს სთხოვს. ქორწილი ახლობლებისგან შორს ტარდება. საქმროს ნათესავების მიერ კიტის ათვალწუნების გამო. სიტუაციას ართულებს მდივნისა და მაღალი საზოგადოების საქმოსნის სოციალური უთანასწორობა. ამას შედეგად განქორწინება მოყვება. სტრაფორდი სხვას ითხოვს ცოლად. ექიმი აიზენი მას ცოლობას სთხოვს.