კირჩხიბის ტროპიკი (რომანი)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

„კირჩხიბის ტროპიკი“ჰენრი მილერის რომანი. პირველად გამოქვეყნდა 1934 წელს, პარიზში. ნაწარმოები აშშ-ში ცენზურამ აკრძალა, სადაც ის მხოლოდ 1961 წელს გამოქვეყნდა.[1]

„კირჩხიბის ტროპიკი“
ავტორი ჰენრი მილერი
ენა ინგლისური ენა
გამომცემელი Obelisk Press
გამოცემის თარიღი 1934
მომდევნო შავი გაზაფხული და Aller Retour New York

რომანი ნახევრად-ავტობიოგრაფიულია და 1930-იანი წლების პარიზში მცხოვრები მილერის ცხოვრებას ასახავს, სადაც იცი უსახლკარობით, უფულობით, შიმშილით, მარტოობითა და სასოწარკვეთით იტანჯებოდა.

ნაწარმოები ცნობილია სექსუალობის გულწრფელი ასახვით.[2] რომანში არაერთი პასაჟია, რომლებშიც მთხრობელის სექსუალური გამოცდილება დაუფარავადაა აღწერილი.

კრიტიკული გამოხმაურება

რედაქტირება

ჯორჯ ორუელმა „კირჩხიბის ტროპიკის“ შესახებ კრიტიკული წერილი 1935 წელს გამოაქვეყნა.[3] მან განსაკუთრებული ყურადღება რომანის სექსუალურ ასპექტებზე გამახვილა, რაც მან მწერლისაგან „რეალური ფაქტების ასახვის მცდელობად“ და დომინანტური ტენდენციებიდან გადახვევად მიიჩნია. ორუელი წერდა, რომ, მიუხედავად იმისა, რომ მილერი ცხოვრების უსიამო ასპექტებზე აკეთებდა აქცენტს, იგი მაინც არ იყო პესიმისტი და იმ დასკვნამდე მიდიოდა, რომ უსიამოვნებებზე ფიქრი ცხოვრებას მხოლოდ და მხოლოდ უფრო მეტ ღირებულებას ანიჭებს.[4]

სემიეულ ბეკეტმა „კირჩხიბის ტროპიკს“ „თანამედროვე მწერლობის ისტორიაში მონუმენტური მოვლენა“ უწოდა.[5]

ნორმან მეილერმა აღნიშნა, რომ „კირჩხიბის ტროპიკს“ XX საუკუნის 10 ან 20 საუკეთესო რომანს შორის განიხილავდა და მას ჰემინგუეის რომანის „და აღმოხდების მზე“ ტოლფასად მიიჩნევდა.[6]

  1. Baron, Dennis. (October 1, 2009) Celebrate Banned Books Week: Read Now, Before It's Too Late. Web of Language. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 11, 2020. ციტირების თარიღი: თებერვალი 2, 2022.
  2. Meisel, Perry (June 23, 1991). „Book Review: A Dirty Young Man And How He Grew“. The New York Times. ციტირების თარიღი: October 25, 2011.
  3. Orwell, George (1968). „Review“, The Collected Essays, Journalism and Letters of George Orwell, Volume 1: An Age Like This 1920–1940. Penguin, გვ. 178–180. 
  4. Orwell 1968, pp. 179–80.
  5. Cited in: Henry Miller, Tropic of Cancer, (Harper Perennial, UK, 2005)
  6. Mailer, Norman; Miller, Henry (1976) Genius and Lust: a Journey Through the Major Writings of Henry Miller. New York: Grove Press, გვ. 8. ISBN 0-8021-0127-5.