კირიონი და ზაქარია

კირიონი და ზაქარია - მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანები, მამა და შვილი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 5 დეკემბერი, ახალი სტილით - 18 დეკემბერი. ღირსი კირიონი ეგვიპტის ერთ-ერთ სკიტში ცხოვრობდა IV საუკუნეში. ერში მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა. ეგვიპტეში ჩამოვარდნილი შიმშილობის ჟამს სიღატაკითა და უკიდურესი გაჭირვებით შეწუხებულმა ცოლმა წმინდანს ბავშვები მონასტერში მიუყვანა. კირიონმა ძე თავისთან დაიტოვა, ასული კი დედას გააყოლა. ნეტარი ბერი სკიტში ზრდიდა ყრმას. როდესაც ზაქარია წამოიზარდა, მამა-შვილმა თებაიდას მიაშურა, ზაქარიას სიყმაწვილე და მშვენიერი პირისახე მკვეთრად გამოირჩეოდა სხვა ბერების ასკეტური და მარხვით გალეული გარეგნობისაგან წმინდა ზაქარია შხამიან ტბასთან მივიდა, ნესტოებამდე ჩაეშვა წყალში და ერთი საათი დაჰყო შიგ. ამის შემდეგ ნეტარს სახე ისე შეეცვალა, რომ მამამაც ძლივს იცნო, მაგრამ ზიარების დროს წმინდა ხუცეს ისიდორეს გაეცხადა მის შესახებ და ნეტარს უთხრა - „შვილო, წინა კვირას შენ ეზიარე, როგორც კაცი, ახლა კი - როგორც ანგელოზი“. მამის სიკვდილის შემდეგ ზაქარია ღირს მოსე შავთან (ხს. 10 სექტემბერს) ერთად მოსაგრეობდა.

ვიკიციტატა
„„რა ვქმნა, რათა ვცხონდე?“ - ჰკითხა ერთხელ მას მოსემ. ამის გაგონებაზე ზაქარია ფეხებში ჩაუვარდა ნეტარს:
„შენ მე მეკითხები, მამაო?!“
- „მერწმუნე, შვილო ზაქარია, - უთხრა მოსემ, - მე ვიხილე, თუ როგორ გარდამოხდა შენზე სულიწმიდა, და მხოლოდ ამიტომ გკითხე“. მაშინ ღირსმა ზაქარიამ თავიდან კუკული მოიხადა, ფეხებთან დაიდო, გათელა და თქვა:
- „თუ არ გაისრისები, როგორც კაცი, მონაზონი ვერ იქნები“. მომაკვდავ ზაქარიას ღირსმა მოსემ ჰკითხა:
- „რას ხედავ, ძმაო?“
- „დუმილი ხომ არ სჯობს, მამაო“, - იყო პასუხი.
- „ჰე, სდუმენინ, შვილო!“ - მიუგო მანაც.“

როდესაც ღირსი ზაქარიას სული სხეულს ეყრებოდა, წმინდა ამბა ისიდორემ თვალები ზეცად აღაპყრო და თქვა: „გიხაროდენ, შვილო ჩემო ზაქარია, რამეთუ განგეხვნეს კარნი ზეცისა სამეუფოჲსანი“.

ლიტერატურა

რედაქტირება

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.