კირეევკის წმინდა გიორგის ეკლესია

კირეევკის წმინდა გიორგის ეკლესია (რუს. Церковь Георгия Победоносца) — მართლმადიდებლური ეკლესია ოქტომბრის რაიონის არტემოვის სასოფლო დასახლების ხუტორ კირეევკაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს შახტინის ეპარქიას.

კირეევკის წმინდა გიორგის ეკლესია
კირეევკის წმინდა გიორგის ეკლესია — რუსეთი
კირეევკის წმინდა გიორგის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა კირეევკა
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1850
გარე სურათები
კირეევკის წმინდა გიორგის ეკლესია

ტაძრის მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, ოქტომბრის რაიონი, ხუტორი კირეევკა, ლენინის ქუჩა 9.

კირეევკის წმინდა გიორგის ეკლესია ააგეს და აკურთხეს 1850 წელს. ახალი აგურის ეკლესიის დამაარსებელ და მშენებლები იყვნენ ხუტორ კირეევო-კადამოვსკის და ხუტორ სიდოროვ-კადამოვსკის კაზაკები.

ეკლესიასთან 1899 წელს გაიხსნა სამრევლო სკოლა[1].

ოქტომბრის რევოლუციამდე და მის შემდეგაც ეკლესიაში მსახურობდა მღვდელი გავრილი, რომელიც 1918 წელს ქვებით ჩაქოლეს ქვის კარიერში ხუტორ კირეევკასა და დანილოვკას შორის.

1937წელს სოფლის საბჭოს გადაწყვეტილებით ეკლესიაში განთავსდა საწყობი, რომლის შემდეგაც მასში ინახავდნენ ხორბალსა და კარტოფილს. მთელი საეკლესიო ჭურჭელი და ხატები ადგილობრივმა მოსახლეობამ წაიღო სახლში.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, 1942-1943 წლებში, სოფლის ოკუპაცია გერმანელებმა მოახდინეს. ეკლესიაში გერმანელებმა განათავსეს ციხეები სამხედრო ტყვეებისათვის. სოფლის გათავისუფლების შემდეგ ეკლესია გადაეცა სოფლის მრევლს.

1944 წელს სოფელში დადეს ხელშეკრულება რაიონის აღმასკომისაგან ეკლესიის მრევლზე გადაცემის შესახებ. ამ პერიოდში ეკლესიის მღვდელი იყო პეტრე სერგის ძე იაჩმენიკოვი.

1950-იან წლებში ეკლესიაში მიმდინარეობდა რემონტი, გაარემონტეს სახურავი, რომელიც გადახურეს თუნუქის ფირფიტებით და შეღებეს. შეღებეს ასევე მთელი ეკლესია. 1960 წელს ეკლესიის ინტერიერი შელესეს, ამავე წელს განაახლეს კანკელი.

2013 წლის 27 იანვარს შახტინის ეპისკოპოსმა ეგნატემ ეკლესია აკურთხა წმინდა გიორგის სახელზე და აღავლინა საღვთო ლიტურგია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება