კინტრიულის ყველაწმინდის ეკლესიის ნანგრევი
კინტრიულის ყველაწმინდის ეკლესიის ნანგრევი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ კიტრიულიდან ჩრდილო-დასავლეთით. აგებულია შუა საუკუნეებში.
სოფლის ჩრდილო-დასავლეთით მდგარი ჩვენამდე მოღწეული ეკლესიის ნანგრევიდან შემორჩენილია მხოლოდ ჩრდილო-აღმოსავლეთი კუთხის ფრაგმენტი. დანარჩენი დაფარულია მიწით. ძეგლი ნაგები იყო რიყისა და ფლეთილი ქვით.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 100