კიკაჩა თეთრიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში გურიიდან.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამნაკვთიანი. მცირედ დანაკვთული. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია საკმაოდ სქელი ქეჩისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი — საშუალო ზომის, ცილინდრული ფორმის, თხელი, ზოგჯერ საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური. თეთრი ფერისაა, კანი სქელი და მკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით ოდნავ დაფარული. რბილობი წვნიანია ან ხორციანი და წვნიანი, ტკბილი გემოთი.

კიკაჩა თეთრი საშუალო ზრდისა და საშუალომოსავლიანი ვაზია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 192-195 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის დასაწყისში შედის. მტევნის საშუალო წონა 145 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.5-7.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19.8%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8.7 გ/ლ-ს.

გამოიყენება სუფრის თეთრი მშრალი ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 187