ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კიზინი - ”მყრალი”, მიწისძვრისა და სიკვდილის ღმერთი, მმართველი მიწისქვეშა, მიცვალებულთა სამეფოსი. ცხოვრობდა მაიას ჯოჯოხეთში - მითნალი-ში. (კიზინი შეიძლება ყოფილიყო ერთ-ერთი განსახიერება სიკვდილის ღმერთის - აჰ პუჩი-ისა). მაიას მითის თანახმად, ”მის სამფლობელოში არ ხვდებიან ბრძოლაში დაღუპული მეომრები და მშობიარობასგადაყოლილი ქალები”. კიზინი გამოისახებოდა, როგორც მოცეკვავე ჩონჩხი სიგარით ხელში. სიკვდილის ღმერთი, ომის ღვთაება - ნაკონი-თან ერთად ხშირად გამოისახებოდა მსხვერპლშეწირვის სცენებში, ასევე არსებობს ჩანახატი, სადაც ჩანს, თუ როგორ თხრის და ანადგურებს კიზინი, წვიმის ღმერთის - ჩაქი-ის მიერ დარგულ ხე-მცენარეულობას. ცნობილია კიზინი-ის ე.წ. ”სიკვდილის ყელსაკიდი”, რომელზეც გამოსახულია ნერვულ სისხლძარღვებზე ჩამოკიდებული ადამიანის თვალი. ესპანელთა მიერ მაიას სამეფოს დაპყრობის შემდგომ კიზინი გაიგივდა ეშმაკთან.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კიზინი“-დან