კიანეთის სამების ეკლესია
არქიტექტურული ძეგლი საქართველოში
კიანეთის სამების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ კიანეთში. მდებარეობს სოფლის ქვედა უბანში, საავტომობილო გზის პირას.
ეკლესია დარბაზულია. ნაგებია დამუშავებული ქვიშაქვის კვადრებით. დგას ერთსაფეხურიან დაბალ ცოკოლზე. შესასვლელი სამხრეთ კედელშია. სამხრეთის, დასავლეთის და აღმოსავლეთის კედლებში სარკმლებია. კედლები დასრულებულია თაროსებრი ლავგარდნით. აღდგენის შემდეგ გადახურულია კრამიტით. ფასადებში ჩადგმულია სხვადასხვა პერიოდის ჯვრის და ორნამენტულ რელიეფიანი ქვები და სტელის ფრაგმენტები. აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. დარბაზი წყვილი პილასტრითაა გაყოფილი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 11252